GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ლოკომოტივის განცხადება: “ვწუხვართ, რომ ამ გუნდს ვერ ვინარჩუნებთ”

ლოკომოტივის განცხადება: “ვწუხვართ, რომ ამ გუნდს ვერ ვინარჩუნებთ”

28 დეკ, 2021

თბილისის “ლოკომოტივში” კრიზისია. გუნდი მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა.

ამასთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს:

“მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე. ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა”, – წერია განცხადებაში.

წყარო: https://urlzs.com/ekrJi

 

სხვა სიახლეები

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სექტორის განვითარების პერსპექტივები

28 ოქტ, 2026

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სექტორის განვითარების პერსპექტივები

საქართველოში საერთაშორისო iGaming ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო რეჟიმი ამოქმედდა

07 ოქტ, 2026

საქართველოში საერთაშორისო iGaming ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო რეჟიმი ამოქმედდა

ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის - საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის

23 ივნ, 2026

ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის - საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ