GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
აზერბაიჯანში კაზინოების ლეგალიზებაზე მსჯელობენ

აზერბაიჯანში კაზინოების ლეგალიზებაზე მსჯელობენ

22 დეკ, 2021

აზერბაიჯანში კაზინოების ლეგალიზაციისა და აზარტული თამაშების ზონების შექმნის ინიციატივა პარლამენტის იურიდიული პოლიტიკისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ გუდრატ ჰასანგულიევმა გააკეთა . მას მიაჩნია, რომ ამ იდეისთვის შესაფერისია ისეთი ტერიტორიები, როგორიცაა მთიანი ყარაბაღი ან ნარგინის კუნძული.

20 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა გასართობი ტურიზმის კონცეფციის განხილვის საშუალებას“. მან მაგალითად მოიყვანა სპეციალური სათამაშო ზონები რუსეთში.

„გთავაზობთ კაზინოების ლეგალიზებას. რუსეთში თამაში ნებადართულია - გარკვეულ ადგილებში. იგივე შეგვიძლია აზერბაიჯანშიც. მაგალითად, ყარაბაღში კაზინოების დაშვება და ამ რეგიონში ტურისტების მოზიდვა. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევქმნათ სპეციალური სათამაშო ზონა ამის გაკეთება ნარგინის კუნძულზე, ”- თქვა ჰასანგულიევმა.

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი აზერბაიჯანში 1999 წლიდან აკრძალულია. ქვეყანაში სრულად აკრძალულია ყველა სახის სათამაშო დაწესებულება და ყველა აზარტული თამაში, ასევე ონლაინ თამაშების ის სეგმენტი, რომელიც დაკავშირებულია კაზინოებთან, პოკერთან და არასპორტულ ფსონებთან. თუმცა, აკრძალვა არ ვრცელდება სახელმწიფო ლატარიებსა და სპორტულ ფსონებზე.

წყარო: https://sbccis.com/obshhie/biznes/2021/12/22/v-azerbajdzhane-predlozhili-legalizovat-kazino/?fbclid=IwAR1Zd81IiUDDiF2Y9B-r0B7OZKSMli7ZKDJ6P0Glkef9_ZCQteqSZplv-Lg 

სხვა სიახლეები

პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორის გადასახადის ზრდის კანონპროექტს განიხილავს

14 ნოე, 2023

პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორის გადასახადის ზრდის კანონპროექტს განიხილავს

მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

04 ნოე, 2023

მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

“უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოთი”- სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პასუხი მთავრობას

03 ნოე, 2023

“უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოთი”- სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პასუხი მთავრობას
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ