GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა

საქართველოში 100-ზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გამოჩნდა

05 მაი, 2022

ახალმა კანონმა სათამაშო ბიზნესის შესახებ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ იმუშავა - აზარტული თამაშების ინდუსტრიამ იატაკქვეშ გადაინაცვლა. ქვეყანაში ასზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გაჩნდა. საქართველოდან მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გაურკვეველი წარმომავლობის საიტებმა სერვისები ქართულ ენაზეც კი დაამატეს.

კანონით 25 წლამდე თამაში აკრძალულია, თუმცა მოქალაქეებმა გამოსავალი იპოვეს. ისინი ონლაინ კაზინოებში ოჯახის წევრების მონაცემებით რეგისტრირდებიან.  არალიცენზირებულ კაზინოებზე კი ეს შეზღუდვაც კი არ არსებობს და მას ხალხი უკვე მიაწყდა.  

დამტკიცდა ის, რომ ღარიბაშვილის  ინიციატივით მომზადებული კანონის მიზანი მხოლოდ დამოუკიდებელი მედია კომპანიების ფინანსური წნეხი იყო.
ახალი კანონის კიდევ ერთი კრახი ის არის, რომ თამაშდამოკიდებულთა ბაზაში ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 518 პირია რეგისტრირებული. ანუ, თითქმის მილიონამდე მოთამაშიდან, სახელმწიფომ თამაშის უფლება მხოლოდ ამდენ ადამიანს აუკრძალა.

ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო მეტად არის დარწმუნებული, რომ მმართველმა პარტიამ ლეგალურ სათამაშო ინდუსტრიას დიდი ბოქლომი იმის გამო დაადო, რომ ტელევიზიებისთვის რეკლამა აეკრძალა. ლუდომანიის პრობლემა კი ქვეყანაში ახლა იმაზე მძიმედ დგას, როგორც არასდროს.

წყარო: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/19900-saqartveloshi-100-ze-meti-aralitsenzirebuli-onlain-kazino-gamochnda

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ