GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
"საქართველოდან უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მლრდ-ს მიაღწევს"

"საქართველოდან უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მლრდ-ს მიაღწევს"

18 ივლ, 2022

“2022 წლის ბოლოს საქართველოდან უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მილიარდს მიაღწევს,” - ამის შესახებ BMG-ის აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.

მანამდე კი „ევროპაბეთის“ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე 0.5 მლრდ ლარის გადინებას პროგნოზირებდა.

აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, თანხის გადინების მიზეზი გასული წლის ზამთარში მიღებული კანონია, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.

გიორგი მამულაიშვილი ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ მონაცემთა ბაზებს არარელევანტურს უწოდებს, რადგან, მისივე თქმით, აზარტული თამაშების ვებ-გვერდზე მოქალაქეები ე.წ. ფეიქ ექაუნთებით რეგისტრირდებიან და მაინც თამაშობენ; ასევე, მისი თქმით, ინდუსტრიაში პრობლემას ქმნის დღეს საქართველოში მოქმედი 133 უცხოური სათამაშო ვებ-გვერდი, რომელიც ქართულად ითარგმნა და მოთამაშეებისთვის ერთგვარ ალტერნატივად იქცა.

“საქართველოს ხელისუფლება ვერანაირად ვერ შეეწინააღმდეგება ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის არც Facebook, არც Instagram და არც სხვა უცხოური საიტები ისევე, როგორც თვითონ ოპერატორები. საქართველოში ლიცენზირებული ოპერატორები არ არიან, შესაბამისად, როდესაც დიდ ფულს ხარჯავენ, ისინი ელოდებიან უკუგებას. ეს უკუგება მათ რომ არ ჰქონდეთ, დღესდღეობით არ იქნებოდა იგივე Marsbet-ი, ერთერთი საფეხბურთო გუნდის სპონსორი.

ის რიცხვი, რასაც ჩვენ ვასახელებთ - 2 მილიარდს, რომელიც საქართველოდან გავა, არის ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის ანალიზს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ სწორ ინფორმაციას მივაკვლიოთ”, - განაცხადა მამულაიშვილმა.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს თამაშდამოკიდებული პირების სიას, გიორგი მამულაიშვილის თქმით, სიაში სულ მოქალაქეების 0,05% დარეგისტრირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია.

“მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საშუალოდ 3%-იც არის, ასე რომ, არასამთავრობოების მხრიდან, რომლებიც აპელირებენ იმით, რომ საქართველოს ახალგაზრდობა იღუპება, მოთამაშეების 70% თამაშდამოკიდებულია და ა.შ., ეს უბრალოდ იყო ჰაერში ხმამაღალი სიტყვების გასროლა, მეტი არაფერზე დაფუძნებული იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში კვალიფიციური კვლევა არ ჩატარებულა, ნებისმიერი პრობლემის გამოსაკვლევად საჭიროა კვალიფიციური კვლევა და ასეთი კვლევა დღესდღეობით საქართველოში არ არის”, - განაცხადა მამულაიშვილმა.

აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, დღეს მოქმედი კანონი არ მუშაობს, რამაც აზარტული თამაშების ინდუსტრია უკონტროლო ვითარებაში ჩააყენა.

წყარო: https://bm.ge/ka/article/quotsaqartvelodan-ucxour-azartuli-tamashebis-saitebze-gadaricxuli-tanxa-2-mlrd-s-miagwevsquot/112841/

სხვა სიახლეები

აზარტულ და მოგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

14 დეკ, 2022

აზარტულ და მოგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2022 წლის 3-4 ნოემბერს ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

18 ნოე, 2022

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  2022 წლის 3-4 ნოემბერს ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

AML და სოციალური პასუხისმგებლობა - გიორგი მამულაიშვილის მოსაზრება და რეკომენდაციები

19 ოქტ, 2022

AML და სოციალური პასუხისმგებლობა - გიორგი მამულაიშვილის მოსაზრება და რეკომენდაციები
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ