GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ბოლო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა ე.წ. ხელზე მაზავშიკი მოზარდების რიცხვი - საგანგაშო კვლევა

ბოლო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა ე.წ. ხელზე მაზავშიკი მოზარდების რიცხვი - საგანგაშო კვლევა

16 სექ, 2022

 ე.წ ხელზე გამაზვები მიწისქვეშეთში ყოველდღიურ რეალობად იქცა. 14-დან 18 წლამდე მოზარდები აზარტულ  თამაშებში არიან ჩაფლულები -  ,,აზარტული თამაშების პრევენციისა და კვლევის ცენტრის" საგანგაშო მონაცემების თანახმად, აღარ რჩება საქართველოს არც ერთი ქალაქი, სადაც ახალგაზრდები ამ მავნებლობაზე არ არიან დამოკიდებულები.

საკმაოდ მძიმე შედეგი მივიღეთ, ხელზე თამაში არის საკმაოდ გააქტიურებული, რაც ძველ, 90-იან წლებს გვახსენებს. ის განსაკუთრებით გააქტიურებულია რეგიონების მიმართულებით, რადგან შედარებით მცირე ქალაქებში ქურდული სამყარო და ე.წ. ქუჩური მიდგომები გააქტიურებულია. 

ბოლო დროს მიღებული შეზღუდვებით აზარტული თამაშების პრობლემა არ გვარდება, რადგან ეს ფსიქიკური პრობლემაა. ამას კი სწორი მუშაობა სჭირდება იგივე თუნდაც სარეაბილიტაციო ცენტრებში - აცხადებს ,,აზარტული თამაშების პრევენციისა და კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი, გუგა ბესელია. 

ე.წ. ხელზე მაზაობას კიდევ უფრო მძიმე შედეგი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი თამაშები ხშირ შემთვევაში კრიმინალით სრულდება: ბნელი 90-იანების წესებით, თუ მოთამაშე წააგებს და ფულს დათქმულ დროს ვერ მიიტანს, ის შეიძლება, ბულინგისა და ცემის მსხვერპლი, გახდეს.  

პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივამ,  რომლის საფუძველზეც აზარტულ თამაშებზე რეგულაციები დააწესეს, პრობლემა არათუ მოხსნა, პირიქით, უფრო გაართულა და ახალგაზრდები კიდევ უფრო  მდგომარეობამდე მიიყვანა.   

სხვა სიახლეები

პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორის გადასახადის ზრდის კანონპროექტს განიხილავს

14 ნოე, 2023

პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორის გადასახადის ზრდის კანონპროექტს განიხილავს

მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

04 ნოე, 2023

მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

“უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოთი”- სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პასუხი მთავრობას

03 ნოე, 2023

“უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოთი”- სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პასუხი მთავრობას
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ