GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

13 ივლ, 2025

ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კაზინოს გახსნა ნებადართული გახდა. 27 წლის შემდეგ, აზერბაიჯანში კაზინოების ოპერირება სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე და სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ მხოლოდ კასპიის ზღვაში ხელოვნურ კუნძულებზე იქნება შესაძლებელი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლიცენზიის ფლობისთვის ბიზნესს წელიწადში 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. თამაშის უფლება კი 21 წელს გადაცილებულ პირებს ექნებათ. აზერბაიჯანელი პარლამენტარების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, განავითარებს ტურიზმს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

 

გახდება თუ არა აზერბაიჯანი გემბლინგში საქართველოს კონკურენტი?

საქართველოში სათამაშო ინდუსტრია ბოლო წლების რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, მზარდია. გაზრდილი საგადასახადო ტვირთის პირობებშიც კი აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა იზრდება. აზარტული თამაშების ინდუსტრია უკვე აფასებს გავლენას, რაც კასპიის ზღვაში ხელოვნურ კუნძულზე კაზინოების გახსნას შეიძლება მოჰყვეს. ამიტომაც, სექტორის წარმომადგენლებს ვკითხეთ როგორ აისახება აზერბაიჯანის კონკურენცია ქართული სათამაშო ინდუსტრიაზე.

აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვეუბნება, რომ მეზობელ ქვეყანაში კაზინოების დაშვებას გავლენა მხოლოდ მიწის კაზინოებზე ექნება, რადგან ონლაინ სათამაშო საიტებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში მიწის კაზინოების აქტიური მომხმარებლები არიან.

“მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში აკრძალულია აზარტული თამაშები, აზერბაიჯანის მოქალაქეების 55-დან 65%-მდე ჩართულები არიან თამაშებში. იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში აკრძალულია ამ სერვისებს ახლო მეზობლებში იღებენ, საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ. ამიტომ კარგი კონტრიბუტორია ბიზნესისთვის აზერბაიჯანელი მოთამაშეები. თუმცა თუ შევადარებთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, დანახარჯებში მათი წილი 5-10%-ია", - ამბობს ის.

მამულაიშვილის თქმითვე, აზერბაიჯანში კაზინოების გახსნამ ქართულ სათამაშო ბიზნესს შესაძლოა 5-დან 10%-მდე შემოსავალი დააკარგვინოს.

“რაც შეეხება შედეგებს, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე რა კანონმდებლობას მიიღებს აზერბაიჯანი. საქართველო რეგიონში წამყვანია, თუმცა ბოლო სამი წლის ცვლილებებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა განსაკუთრებით მიწის კაზინოებს. პირველი ის, რომ გატანის საკომისიო მიუღებელია ბევრი უცხოელი მოთამაშისთვის და ურჩევნია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ჩავიდეს და იქ მიიღოს ეს სერვისი. აზერბაიჯანი თუ მიიღებს სწორ კანონმდებლობას და სწორი მიმართულებით წაიყვანს აზარტული თამაშების განვითარებას, ვფიქრობ, მიწის ობიექტებს 5-10%-მდე მოაკლდებათ ის შემოსავალი, რასაც აზერბაიჯანელი მოქალაქეებისგან იღებდა”.

განსხვავებული შეფასება აქვს "ბეთსონ ჯორჯიას" ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც ამბობს, რომ აზერბაიჯანში კაზინოების გახსნას ონლაინ სათამაშო ბიზნესზე გავლენა არ ექნება.

“რა ინფორმაციაც გვაქვს, ონლაინში აზერბაიჯანელებთან არანაირი შეხება არ გვაქვს. აზერბაიჯანელები ჩვენთან არ თამაშობენ. რაც შეეხება მიწის ნაწილს, რაც ვიცი, გავლენა დიდი არ არის. მიწის ნაწილი უფრო მიბმულია ტურიზმზე. ზოგადად კაზინოები და მიწის ტოტალიზატორი უფრო ჰოსპიტალითის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენს ბიზნესზე არანაირ გავლენას არ იქონიებს", - აცხადებს ნიჟარაძე.

საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის შემოსავლებიც მზარდია. საქსტატს ამ დროისთვის 2023 წლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების კომპანიების ბრუნვა 64 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.

სექტორში ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ეკონომიკაში მის ზომას, აზარტული თამაშები ხელოვნება, გართობა, დასვენების სექტორში შედის და მთავარი წილი უჭირავს ამ სექტორში. სექტორის ზომა გასულ 2024 წელს 3.3 მილიარდი ლარი იყო. საქართველოს მშპ-ის ზომა 92 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად ამ სექტორზე მშპ-ის 3.5% მოდის. უშუალოდ აზარტული თამაშები აქედან დაახლოებით 3%-ია.

ბოლო წლებში მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას ბევრი შეზღუდვა დაუწესა. სახელმწიფომ ასწია მოთამაშეთა ასაკი 18-დან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. სხვა ბიზნესისგან განსხვავებით ამ ინდუსტრიაში ფაქტობრივად მოგების ნაცვლად შემოსავალი იბეგრება. ანუ იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა (Gross Gaming Revenue). GGR როგორც მას უწოდებენ ნიშნავს აზარტული თამაშებით მიღებულ მოგებას მინუს გამარჯვებულ მოთამაშეებზე გაცემული თანხა.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში 2024 წლის შემოდგომაზე, ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ, აზერბაიჯანული წარმომავლობის რუსმა ბიზნესმენმა ემინ აგალაროვმა კასპიის ზღვის სანაპიროზე თავის გასართობ კომპლექსში კაზინოს გახსნის გეგმა დააანონსა. არადა ქვეყანაში აზარტული თამაშები ჯერ კიდევ ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს - 1998 წელს აკრძალეს.

მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში აზარტული თამაშები, მკაცრი რეგულაციების ქვეშაა. 2024 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროები გახდა პირველი ქვეყანა სპარსეთის ყურეში, რომელმაც აზარტული თამაშები ნებადართული გახდა, თუმცა მხოლოდ ხელოვნურ კუნძულზე.

წყარო

სხვა სიახლეები

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

13 ივნ, 2025

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ