GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესის გადაწყვეტილება სპორტის სპონსორობის შეწყვეტასთან დაკავშირებით

სათამაშო ბიზნესის გადაწყვეტილება სპორტის სპონსორობის შეწყვეტასთან დაკავშირებით

20 დეკ, 2021

20 დეკემბერს 13:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ -მ გამართა პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

პრესკონფერენციაზე იმსჯელეს მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცება შეუძლებელს გახდის აზარტული თამაშების კომპანიებისთვის, სპორტში შემდგომ ინვესტირებას, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება საქართველოში სპორტის განვითარებაზე.

ახალი კანონპროექტით, გაზდილი გადასახადების ფონზე, დაშვებული სასპონსორო სარეკლამო დაფინანსება ვეღარ იქნება კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებული დანახარჯი. აქედან გამომდინარე, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.

 პანელურ დისკუსიაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ისაუბრეს აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობების მნიშვნელობაზე. ბოლო წლებში ქართულ სპორტის განვითარებისთვის გაღებულ ინვესტიციებზე, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებასა და წინსვლას.

პრესკონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ: ქართველი სპორტსმენები, სპორტის ეროვნული ფედერაციის, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ