GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
გიორგი მამულაიშვილი: „ასეთი კატეგორიული ტონი ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზიანებელია“

გიორგი მამულაიშვილი: „ასეთი კატეგორიული ტონი ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზიანებელია“

06 დეკ, 2021

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი მამულაიშვილის განცხადება.

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, ლეგალური ოპერატორების შეზღუდვა მოქალაქეების არალეგალური მიმართულებით გააქტიურებას გამოიწვევს, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არავის სურს.

გიორგი მამულაიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა:

„თუ საქართველოში ლეგალურ ოპერატორებს შევზღუდავთ, მოთამაშე მაინც იპოვის გზას, რომ გადაერთოს სხვა, მათ შორის არალეგალურ საიტებზე, დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობის პრინციპები, რაც ადრე იყო და ქვეყანამ დიდი გზა გამოიარა ამის აღმოსაფხვრელად. ანალიზი შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე არ გაკეთებულა და პასუხისმგებლობის აღება არავის სურს. მოსახლეობის ნაწილი ჩართულია არალეგალურ თამაშებში.“

„ეს 120 მილიონ ლარს შეადგენს წელიწადში და ჩვენი გათვლებით, სულ მცირე ათჯერ გაიზრდება, მაგრამ აქაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო. 18-დან 25 წლამდე ადამიანი, რომელიც არალეგალურ საიტებს და მათ ბონუსებს მიეჩვევა, საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდება. დღეს ბევრი საშუალებაა განახორციელო როგორც ინტერნეტწვდომა, ისე თანხის გადარიცხვა. არ ვსაუბრობ თუნდაც პლასტიკურ ბარათებზე.“

„ვგულისხმობ ელექტრონულ საფულეებს, კრიპტოვალუტას. უკვე ძალიან ბევრმა არალეგალურმა კრიპტოკაზინომ დაიწყო საქართველოს სივრცეში პროდუქტების რეკლამირებასაგადასახადო ტვირთის ზრდა, რომელიც დღესდღეობით ისედაც მაღალია - საშუალო ბიზნესის საგადასახადო წნეხი 9.9%-ია, სათამაშო ბიზნესის წნეხი კი 40%-ს შეადგენს, გამოიწვევს ბევრ სოციალურ პროექტზე უარის თქმას, სხვადასხვა დამოკიდებულ სფეროებთან ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას.“

„ამიტომ ყველაფერი კომპლექსურად არის განსახილველი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სულ მცირე სამი წელი საქართველოსკენ არავინ აღარ გამოიხედავს. დაახლოებით უკვე 10-მა კომპანიამ შეიკავა თავი საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან, ასეთი კატეგორიული ტონი ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზიანებელია.“

შეგახსენებთ, ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„საქართველოში სათამაშო ბიზნესი დღეს სრულად ლეგალური, გამჭვირვალე და რეგულირებულია, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ბაზრით დაინტერესებულია, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები, ისე სხვადასხვა ქვეყნის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი ორგანიზაციები, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო მასშტაბით.“

„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე, და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი", - განაცხადა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.“

წყარო: https://croco.ge/show/other/48701

 

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ