GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა  პრესკონფერენციაზე ახალი რეგულაციების მიზანშეუწონლობასა არაეფექტურობაზე ისაუბრეს

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ახალი რეგულაციების მიზანშეუწონლობასა არაეფექტურობაზე ისაუბრეს

03 დეკ, 2021

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (GGA) შეშფოთებულია, რომ მთავრობამ ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა სფეროში ახალი რეგულაციების შემოღება. ამის შესახებ ააიპ საქართველოს სათამაშო  ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა საქართველოში ონლაინ კაზინოს წესების გამკაცრების ინიციატივით. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და მომხმარებლის ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა. 

„მოსალოდნელი რეგულაციები სრულიად მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესთან კონკრეტული კონსულტაციები არ ჩატარებულა. ასევე მიუღებელია ის ტონი და ფორმა, რომელშიც ხელისუფლება ურთიერთობს ბიზნესთან და  თანაც ეს მხოლოდ მედიის საშუალებით ხდება“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრას ითხოვს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და  ამასთან, ის  აღნიშნავს, რომ დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას და უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკის ბევრ სექტორზე:  სპორტზე, მედიაზე, ტელეკომუნიკაციებზე, ფინანსებზე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორზე. 

„თუ მთავრობა ცალმხრივ პოზიციას შეინარჩუნებს და ბიზნესთან დიალოგს არ დაიწყებს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ხარჯების შესაბამისი ოპტიმიზაცია მოვახდინოთ, უარი ვთქვათ რიგ სოციალურ და სხვა პროექტები, მათ შორის სპორტის სპონსორობაზე. დაგეგმილი რეგულაციების გამო, ბიზნესისთვის სპორტის ნაწილი აზრს კარგავს, ბიზნესი იძულებული იქნება განიხილოს სპორტული პროდუქტების, ონლაინ ტოტალიზატორების გათიშვის შესაძლებლობა“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

GGA დასძენს, რომ „არაპროგნოზირებადი, ირაციონალური საკანონმდებლო ინიციატივები და მთავრობის განცხადებები მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყნის იმიჯს, საინვესტიციო გარემოს და უარყოფითად მოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე“.

მამულაიშვილმა რეგულირების მთავარი რისკი გაიხსენა - ის, რომ მსგავსი რეგულაციები ტოვებს ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის დიდ ადგილს. მამულაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი წესები გამოიწვევს მომხმარებელთა უმრავლესობის უცხოურ ბაზარზე გადანაცველბას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები გააგრძელებენ ონლაინ კაზინოებში აზარტულ თამაშებს VPN-თ თუ სხვა მეთოდებით, რასაც საქართველოს მთავრობა  ვერ აკონტროლებს და შესაბამისად ქვეყნის ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს.

„ეს არის არალიცენზირებული საიტების ჩამონათვალი, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში. საზღვარგარეთ თანხების გადინება დღესაც გრძელდება და ეს თანხა წელიწადში 120 მილიონი ლარია. ამის გაკონტროლება არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გამო შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პრემიერის სახელით უკვე მოამზადა ონლაინ კაზინოების დაბეგვრის ახალი მექანიზმების შესახებ ცვლილების პროექტი. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე თვეში შევიდა.

მომავალში, სხვაობა მიღებულ ფსონებსა და გადახდილ მოგებებს შორის (GGR) სავარაუდოდ დაიბეგრება 10%-ით. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ როგორც ონლაინ თამაშები, ასევე სახმელეთო კაზინოები.

გარდა ასაკობრივი ლიმიტის გაზრდისა, აზარტულ თამაშებზე წვდომა შეიზღუდება რამდენიმე ჯგუფისთვის, დაახლოებით მილიონამდე ზრდასრული ადამიანისთვის, მათ შორის: სახელმწიფო შეღავათების მიმღები სოციალურად დაუცველი პირები; საჯარო მოხელეები; პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; პირები, რომლებიც ხვდებიან ე.წ. ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შავი სიაში.

წყარო: https://cutt.ly/LPuxAZD
 

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ