GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა დამოუკიდებელ მედიას დააზარალებს

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა დამოუკიდებელ მედიას დააზარალებს

26 ნოე, 2021

ონლაინ თამაშების რეკლამის პირველ ეტაპზე აკრძალვასთან და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ სრულ აკრძალვასთან დაკავშირებულმა ინიციატივამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი დამოუკიდებელი მედიის დახურვა, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ონლაინ კაზინოს რეკლამის შემოსავალზე, განაცხადა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.

მისი თქმით, აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან ასოცირდება მრავალი სახის ბიზნესი და  კომპანია, მათ შორის:  – სარეკლამო, მედია, სპორტული პროგრამები, ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები.

„შეიძლება ბევრს არ მოსწონს აზარტული თამაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი აკრძალვის მიზეზი. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სახელმწიფოსგან ეფექტური და გონივრული რეგულაციები, მზად ვართ დიალოგისა და ნებისმიერი კონსულტაციისთვის“, - განაცხადა მან.

მამულაიშვილის თქმით, ონლაინ აზარტული თამაშების დაწესებულებების აკრძალვით ყველაზე მეტად მედია დაზარალდება და, პირველ რიგში, სპორტული გადაცემები, რომლებიც დღეს მედიასივრცეში ბევრია.

„სპორტული გადაცემები ძირითადად აზარტული თამაშების რეკლამით არსებობს და ამის დანახვა მარტივად შეიძლება რომელიმე ტელეარხზე მსგავსი ტიპის გადაცემიდან ერთ-ერთის ჩართვით. გარდა ამისა, სპორტული არხები, მაგალითად, სეტანტა და რამდენიმე სხვა, ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული აზარტული თამაშების რეკლამაზე“, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

მისი თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და თავად თქვეს უარი გარე რეკლამაზე, სკოლებთან თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე შიშობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უცხოური ინვესტიციები სათამაშო ბიზნესში, მათ შორის ის, რაც ამ დროისთვის ხორციელდება.

„მსხვილი კომპანიები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ სათამაშო ბიზნესში, ძალიან მგრძნობიარენი არიან სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედების მიმართ, მათ შორის რეგულაციებისა და შეზღუდვების მიმართ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოში ინვესტირების ინტერესი დაკარგონ მსხვილმა ბიზნესებმა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორში ძალიან დიდი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. 2018 წელს ბიზნესის განვითარებაში განხორციელდა 71 მილიონი ლარის რეინვესტირება, 2019 წელს 30 მილიონი, 2020 წელს – 32 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.

წყარო: http://bizzone.info/business/2021/1637970062.php

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ