GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საკანონმდებლო რეგულაციების პირველი ეფექტი ქართულ სპორტზე: საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელებმაც დატოვეს

საკანონმდებლო რეგულაციების პირველი ეფექტი ქართულ სპორტზე: საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელებმაც დატოვეს

29 დეკ, 2021

საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილების გამო, სათამაშო ბიზნესი აჩერებს სპორტის სპონსორობას, ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, იძულებულები გახდნენ უარი თქვან მოდელზე, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ. მათი თქმით, აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც შექმნილი გარემოება გამოიწვია. 

"ასევე, მიუხედავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში. აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ", — წერია ლოკომოტივის განცხადებაში. 

აზარტული თამაშების ბიზნესოპერატორების სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, იყო ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობა და სათამაშო ბიზნესის კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრებით ფინანსდებოდა თითქმის ყველა სპორტული მიმართულება, სპორტული გუნდი თუ სპორტსმენი. აზარტული თამაშების კომპანიები აფინანსებენ, როგორც დამწყებ, ასევე წარმატებულ სპორტსმენებს. აღნიშნული ხელს უწყობდა საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენას მსოფლიო არენაზე. 

ახალმა რეგულაციებმა უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცია სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიები. დაჩქარებული წესით მიღებულმა რეგულაციებმა ავტომატურად გამოიწვია ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროება და შეუძლებელი გახადა ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომი ინვესტირება. სამწუხაროდ,  საკანონმდებლო შეზღუდვების  პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწია, უარი ეთქვა სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახა და მომავალშიც აისახება თავად სპორტის განვითარებაზე. ასევე, დარგს მოუწევს შეამციროს ან უარი თქვას სპორტულ ტრანსლაციებზე. 

ლოკომოტივი პირველი კლუბია, რომელმაც ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციების სიმწარე იგემა - კლუბის გენერალური სპონსორი Crocobet-ი იყო, 2022 წლისთვის კი თბილისელები ასევე ახალ გემბლინგ პარტნიორთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავდნენ. ამ საკითხის განმარტების გარდა, გუნდის ყოფილი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მართებულს უწოდებს, გულისხმობს, იმას, რომ ლექსო თოფურიამ და გიორგი ყიფიანმა გუნდის წევრებისთვის ილუზორული დაპირებები არ გასცეს და რეალობა პირდაპირ გააცნეს. 

"ჩვენი კლუბი ფინანსურად რამდენიმე ადამიანზე და რამდენიმე კომპანიაზე დგას. იყო სამთავრობო პროგრამა, არის პრეზიდენტი, რომელიც წლების მანძილზე ეხმარებოდა გუნდს და კიდევ გემბლინგის მხარე. პრეზიდენტის გარდა ორივე დაფინანსების მხარე ჯერ გაურკვეველია. ეს არხები დაკეტილია და კლუბი დამოკიდებულია მარტო პრეზიდენტზე.  

ვერ ვიტყვი, რომ კლუბის გადაწყვეტილება არასწორია. ლექსოს (ლექსო თოფურია - კლუბის პრეზიდენტი) არ შეუძლია თქვას ერთი და გააკეთოს მეორე. თუ მომავალში გამოსწორდება რამე, შეიძლება კლუბშიც შეიცვალოს ვითარება. ამ გუნდს მომავალი ჰქონდა და მე სხვანაირად ვხედავდი ამ ყველაფერს.“ 

ერთი თვის წინ სათამაშო რეგულაციებთან დაკავშირებით adjarasport.com-ი გიორგი ყიფიანს ესაუბრა, რომელიც მაშინაც აღნიშნავდა, რომ ფინანსური თვალსაზრისით დედაქალაქური გუნდი მოლოდინში იყო, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან. ამ უკანასკნელს კი მაშინ ჯერ კიდევ პოტენციური რეგულაციები აფერხებდა, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო და სათამაშო ბიზნესს წნეხი შეუქმნა, რომლის პასუხიც აზარტული თამაშების ასოციაციამ დააბრუნა და სპორტში ინვესტირებაზე თავის შეკავება გადაწყვიტა. სახელმწიფოს ამ ნაბიჯის პირველი მსხვერპლი კი, როგორც ხედავთ, თბილისის ლოკომოტივია, გუნდი, რომელმაც მოსკოვის დინამოს წელიწად-ნახევრის წინ სძლია და მთელ საქართველოს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. 

 

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ