GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

ყირგიზეთში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა

18 მაი, 2022

ყირგიზეთის პარლამენტმა - პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყანაში აზარტული თამაშების ლეგალიზების შესახებ. კანონპროექტს მხარი 56-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო. 

ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის  სამსახურის თავმჯდომარემ ულან სარბანოვმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და ბიუჯეტის შევსება. 

კანონპროექტის მიხედვით, კაზინოს გახსნა შეეძლებათ იურიდიულ, მათ შორის უცხოური კაპიტალის მქონე პირებს. თუმცა, 21 წლამდე უცხოელები სამორინეში შესვლას ვერ შეძლებენ.  

კაზინოს ლიცენზია გაიცემა 10 წლით; მისი ღირებულება ჯერ არ არის დადგენილი.  

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტის ინიცირება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა. აზარტული თამაშების მოსაკრებლებითა და სანებართვო ლიცენზიებით ყირგიზეთი შეძლებს საგარეო ვალის დაფარვას. 

პროგნოზების მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია ერთი მილიარდი სომის (12 მილიონი დოლარი), ხოლო 2024 წელს 2 მილიარდი სომის (24 მილიონი დოლარი) შემოსავალი ბიუჯეტში. 

კანონპროექტი გვთავაზობს 750,000 სომის (9,071 აშშ დოლარი) დარიცხვას ერთი კაზინოს სათამაშო მაგიდაზე. ყოველწლიურად გაიზრდება. ანალოგიური ვითარება იქნება სათამაშო აპარატების დარბაზებსა და ტოტალიზატორებში. 

წყარო: https://sbccis.com/obshhie/2022/05/13/v-kyrgyzstane-proshel-pervoe-chtenie-zakonoproekt-o-kazino/

 

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ