GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
პერუში ონლაინ აზარტული თამაშები  ლეგალური გახდა

პერუში ონლაინ აზარტული თამაშები ლეგალური გახდა

15 აგვ, 2022

პერუს კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს რეგულირებადი ონლაინ აზარტული თამაშების ინდუსტრიის დაარსებას, რომელიც დაკანონებს როგორც ონლაინ კაზინოს თამაშებს, ასევე სპორტულ ფსონებს ქვეყანაში.

კანონი ძალაში შევა ეროვნულ რეესტრში გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ

პერუში კონგრესის პლენარულმა სესიამ კანონს 91-0-ის ხმით უყარა კენჭი; 7 თავი შეიკავა. კანონმდებლობის დებატების შედეგად შეიქმნა მარეგულირებელი ბაზა, რომელიც განსაზღვრავს iGaming-ისა და სპორტული ფსონების წესებს პერუში. კანონმდებლობამ დააწესა სავალდებულო 12%-იანი გადასახადი iGaming-ის ყველა მოგებაზე.

ახალ კანონმდებლობას ზედამხედველობას გაუწევს საგარეო ვაჭრობის სამინისტრო (Mincetur) პერუს მთავრობის სახელით. Mincetur-ს დაევალება უზრუნველყოს, რომ ყველა ოპერატორი სრულად შეესაბამებოდეს აზარტული თამაშების ახალ კანონებს  ლიცენზიის გაცემამდე. ეს სავალდებულო სალიცენზიო მოთხოვნები მოიცავს ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვანთა და აზარტული თამაშებზე დამოკიდებულთა დაცვა ნებისმიერ დროს.

რაც შეეხება ბონუსებს, ოპერატორებს შეუძლიათ მხოლოდ ბონუს აქციების გაშვება მაშინ, როცა ბონუსების სრული ოცულობა რეალურ ფულზე გადაიცვლება.იმავდროულად, სპორტული ფსონების ოპერატორებმა უნდა აჩვენონ მკაფიო გაფრთხილებები შესაძლო დანაკარგებთან დაკავშირებით ფსონების დადებისას.

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს დისტანციური ფსონების ჯიხურებს და ოთახებს, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონების განთავსება ონლაინ ფსონების ტერმინალების საშუალებით. 

პერუში აზარტული თამაშების ახალი კანონმდებლობა ასევე საშუალებას მისცემს დისტანციური სპორტული ფსონების ოთახების შექმნას. ახალი iGaming კანონმდებლობა ძალაში შევა El Peruano-ში, ქვეყნის ოფიციალურ რეესტრში  გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.

წყარო: https://gamblingindustrynews.com/news/regulation/peru-approves-legal-igaming/

სხვა სიახლეები

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში

22 აპრ, 2025

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ