GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
არასრწულწლოვნების "ხელზე მაზაობა" - 14-დან 17-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე მოქალაქე აზარტულ თამაშებშია ჩართული

არასრწულწლოვნების "ხელზე მაზაობა" - 14-დან 17-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე მოქალაქე აზარტულ თამაშებშია ჩართული

19 სექ, 2022

14-დან 17-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე მოქალაქე აზარტულ თამაშებშია ჩართული და ფულის სანაცვლოდ თანატოლებთან თამაშობს. უმძიმესი რეალობა ახალი კვლევით გამოჩნდა. გამოკითხული 1000 მეტი მოზარდიდან 22% ამბობს, რომ "ხელზე თამაშობს".

სკოლის მოსწავლეების  60%-ზე მეტი კი ამბობს, რომ იცნობს თანატოლს, რომელიც ქუჩაში, სახლში ან არალეგალურად მოწყობილ აზარტული თამაშებში სივრცეში ფულის სანაცვლოდ თამაშობს. "ხელზე თამაშის" მთავარი  პრინციპი  ორ ან  რამდენიმე ადამიანს შორის დადებული  სანაძლეოა, ინიშნება ფულის  გადახდის დრო და თუ მოზარდი  ამ  ვადაში    თანხას ვერ  დააბრუნებს,  საქმეში ე.წ. კრიმინალური  ავტორიტეტები  ერთვებიან. 

ისინი, ვინც მოზარდებთან ამ პრობლემაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ  ხშირად საქმე სუიციდის მცდელობამდეც მიდის,  მოზარდები  სახლებიდან  ნივთებს იპარავენ და ცდილობენ  ვალი ამით გადაიხადონ.

კვლევაში მონაწილე მოზარდების 16% ამბობს, რომ  პირველად ხელზე ითამაშა, ზოგადად ხელზე 24%- ს უთამაშია,  არასამთავრობო  ორგანიზაციები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი აზარტულ  თამაშებზე დამოკიდებული  ადამიანების დასახმარებლად არაფერს აკეთებს, აინიცირებს კანონებს რომელიც ფასადურია და პრობლემას მოგვარების უფრო  აღრმავებს.

მესამე სექტორი  მმართველ  პარტიას მოუწოდებს, გააკონტროლოს შავი ბიზნესი ბიზნესი რომელმაც მიწის ქვეშ გადაინაცვლა და ყოველდღიურად ათობით არასრულწლოვანს ითრევს. 

წყარო: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/25200-arasrtsultslovnebis-khelze-mazaoba-14-dan-17-tslamde-asakis-koveli-mekhute-moqalaqe?fbclid=IwAR1vr5XkDz41w574cUD7W2Qi7sHpBgf0WeWhybvE_ITz9Z_NvKyRtnh6jVI

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ