GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ამერიკის შტატ ინდიანაში ონლაინ კაზინო სრულად ლეგალური 2023 წელს გახდება

ამერიკის შტატ ინდიანაში ონლაინ კაზინო სრულად ლეგალური 2023 წელს გახდება

14 დეკ, 2022

ინდიანას კანონმდებლებმა, სენატორმა ჯონ ფორდმა და დეპუტატმა ეთან მენინგმა დაასრულეს  ონლაინ კაზინოს ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც 2023 წლის იანვარში შტატის  საკანონმდებლო სესიაზე იქნება წარდგენილი. 

ფორდსაც და მენინგსაც უკვე ჰქონდათ ერთი მცდელობა ონლაინ კაზინოების ლეგალიზაციის 2022 წელს, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კანონპროექტის ინიციატორები დიდი ხანია მუშაობენ ახალი კანონპროექტის დახვეწასა და სრულყოფაზე 

ახალი კანონმდებლობის ძირითადი კომპონენტებია: 

  • ინდიანაში სრულად იყოს ლეგალური ონლაინ აზარტული თამაშები 

  • ონლაინ პოკერის ლეგალიზაცია 

  • კაზინოებს უფლება ჰქონდეთ ითანამშრომლონ სამ ონლაინ iGaming ოპერატორთან 

  • Hoosier Lottery-სა და iGaming-ის გაშვება 

  • $500,000 საწყისი ლიცენზიის მოსაკრებელი და $50,000 ყოველწლიური განახლების საფასური 

  • ონლაინ კაზინოდან მიღებული შემოსავლის 18%-ის დაბეგვრა. 

იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტი დროულად გაივლის 2023 წლის სექტემბრის მოსმენებს და ონლაინ კაზინოები მიიღებენ პირველ ფსონებს ამავე წლის სექტემბრისთვის. 

კანონმდებლების წინა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა დიდ წილად სახმელეთო ინდუსტრიის ზეწოლის წყალობით. მიწის კაზინოს ოპერატორები ფიქრობდნენ, რომ კოვიდ-პანდემიისას ონლაინ ინდუსტრია უარყოფითად იმოქმედებდა მიწის კაზინოს ინდუსტრიაზე. 

თუმცა, ახლა, როდესაც  ინდუსტრია კვლავ ამუშავდა და დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, მიწის კაზინოს ოპერატორები სავარაუდოდ მიესალმებიან ახალ კანონპროექტს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ონლაინ კაზინოს თამაშების ლიცენზიები მიბმული უნდა იყო მიწის კაზინოებზე. 

წყარო: https://gamblingindustrynews.com/news/regulation/indiana-introduce-online-casino-bill-jan-2023/

სხვა სიახლეები

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში

22 აპრ, 2025

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ