GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის, ინტერვიუ სფეროში დაწესებულ მორიგ რეგულაციებზე

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის, ინტერვიუ სფეროში დაწესებულ მორიგ რეგულაციებზე

14 თებ, 2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე აზარტული თამაშობების შესახებ კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცდა. ცვლილების მიხედვით, ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობების განსახორციელებლად სექტორმა ლიცენზია უნდა მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს კაზინო უკვე აქვს, ონლაინ კაზინოს მოსაწყობად 200 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო მხოლოდ ონლაინ კაზინოს დასარეგისტრირებლად, კომპანიამ 5 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. 

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ლიცენზირების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ბიზნესი არ ეთანხმება, რადგან თავდაპირველი ვერსიით ერთწლიანი ვადა იყო განსაზღვრული, თუმცა საბოლოო ვერსია კანონპროექტის ორ თვეში ამოქმედებას ითვალისწინებს.

ჩვენ თანახმა ვიყავით ლიცენზირებაზე იმ ფორმით, რაც თავიდან იყო მიღებული, ერთადერთი არ მოგვწონდა ის ფაქტი რომ გაყვეს ონლაინ კაზინო და ონლაინ სლოტები, რადგან ეს პრაქტიკა მსოფლიოში პრაქტიკულად არსად არ არსებობს, თუმცა დღეს მივიღეთ განსხვავებული ვითარება, თან თარიღმა გადმოიწია. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ ოპერატორებს გადასახადი ეზრდებათ, უცხოელებს კი საქართველოს ბაზარზე ხელი არ ეშლებათ“, — ამბობს გიორგი მამულაიშვილი. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თბილისში ყველაზე მაღალი სახმელეთო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარია და შესაბამისად, რაც იყო ყველაზე მაღალი ნიშნული, ის დაწესდება ონლაინ მიმართულებითაც, თუმცა კაზინოების მაღალი მოგებიდან გამომდინარე ამ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ევროკავშირის სტანდარტების შესრულებაა.

კანონპროექტი მიმდინარე წლის აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

წყარო: https://commersant.ge/ge/post/aprilamde-shesabamisi-infrastruqturis-mowyobas-biznesebi-ver-shedzleben-azartuli-tamashobebis-biznesi-axal-kanonproeqts-akritikebs

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ