GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი: „სოციალური თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ ნაწილობრივ არასტაბილური და უკანონო ბაზარი“

საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი: „სოციალური თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ ნაწილობრივ არასტაბილური და უკანონო ბაზარი“

04 აპრ, 2023

2023 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტმა სათამაშო ბიზნესიდან 12%-ით ნაკლები გადასახადი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.  

მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში  ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 1 874 465 ლარი (დაახლოებით 728 000 დოლარი) შემოვიდა. შარშან, ამავე პერიოდში, თანხამ 2 124 796 ლარი (დაახლოებით 825 000 დოლარი) შეადგინა. 

სათამაშო აპარატების კონტექსტში მაჩვენებლები უკეთესია - აქ ზრდა 160%-ია. 2023 წლის იანვარ-თებერვალში 808,734 ლარი (დაახლოებით $314,000) სათამაშო ავტომატებიდან დაირიცხა. გასულ წელს თანხა 310 800 ლარი იყო (დაახლოებით 121 000 დოლარი).  მსგავსი მატება  COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული და შემდეგ სრულად მოხსნილი აკრძალვებით აიხსნება 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში ამოქმედდა დარგის რეგულირების ახალი წესები , რომლის მიხედვითაც, 25 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალა. ასევე თამაში აეკრძალათ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი პირებს, საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, ვინც შემოსავლების სამსახურს მიმართეს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილებით შავ სიაში მოხვდნენ. 

2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, სათამაშო ბიზნესის რეგულირების ახალი წესის შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში 1 457 526 ადამიანი მოხვდა . 

საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის (GGA) ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, რომ მსგავს შეზღუდვებს მცირე ეფექტი აქვს, რადგან ამ სიაში მყოფთა უმეტესობა გადავიდა უცხოურ არალეგალურ საიტებზე.  

„სოციალური თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ნაწილობრივ არასტაბილური და არალეგალური ბაზარი. შარშან ქვეყნიდან ასეთ არალეგალურ საიტებზე თამაშის გამო დაახლოებით მილიარდი ლარი გავიდა. არალეგალური საიტები საკმაოდ მაღალი მარჟით მუშაობს - 40-45%, ასე რომ, იქ ბევრი ფული რჩება“, - განაცხადა მან.  

ასეთი შეზღუდვები ძალიან მიმზიდველია არალეგალური აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის. მამულაიშვილის თქმით, 720-მდე არალეგალური საიტი ცდილობს ქართულ ბაზარზე შემოსვლას და ეს აფერხებს მსხვილ ოპერატორებს, რომლებსაც საქართველოში სურთ კანონის ყველა წესის დაცვით მუშაობა. 

„უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ხედავენ, რომ მთავრობა ყოველწლიურად ამკაცრებს რეგულაციას, კარგავენ ინტერესს ჩვენი ბაზრის მიმართ. ადრე საქართველოში 135 ლეგალური ოპერატორი მუშაობდა, ახლა არის 86.  ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კომპლექსურად“, - შეაჯამა საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.

წყარო: https://bit.ly/3Ghm7gt 

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ