GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ცვლილება კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

ცვლილება კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

27 ივნ, 2024

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 71 ხმით მხარი დაუჭირა კანონში შესატან ცვლილებას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. სხდომაზე მოცემული საკითხი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.  

მომხსენებლის მიხედვით, ცვლილების მიზანს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი წარმოადგენს, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს სანებართვო პირობების დაზუსტებას, რომელშიც მოიაზრება ეფექტური მონიტორინგი, გამჭვირვალობა და აღრიცხვიანობა. განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთების სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის. 

სისტემურ-ელექტრონული ახალი ფორმით მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის ერთი ნებართვით ორი ვებგვერდის შექმნა იქნება შესაძლებელი. ერთი ინტერნეტ დომენი და ვებ-გვერდი საქართველოს მოქალაქისთვის მეორე კი უცხოელებისთვის შეიქმნება. პროექტის ავტორების მიხედვით, მოცემული ცვლილება უცხოელი მოთამაშეების რაოდენობას გაზრდის.  

სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის ვარაუდით მოცემული ცვლილება მოიზიდავს მოთამაშეებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან. რაც შეეხება ერთი ნებართვით ორი ვებგვერდის შექმნას, გიორგი მამულაიშვილმა აღნიშნულ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: 

„საკმაოდ კარგი ვერიფიკაციის სისტემები გვაქვს.  ასევე  ოპერატორები ზედმიწევნით იცავენ ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის კანონით დადგენილ წესებს. ვფიქრობ, რომ  ორი ინტერნეტგვერდის არსებობა ზედმეტი თავის ტკივილია ყველა ოპერატორისთვის. არსებული ტექნიკური გადაწყვეტილებები სავსებით საკმარისია სრულად აკონტროლო თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ესა თუ ის მოთამაშე და განსაზღვრო მისგან მიღებული შემოსავალი, შემდგომი მისი დაბეგვრის რეჟიმის იდენტიფიცირებისთვის. Გამომდინარე იქედან, რომ სათამაშო ბიზნესი ტექნიკურ საკითხებში უკეთ ერკვევა, სამომავლოდ სასურველი იქნებოდა ბიზნესთან მეტი კონსულტაცია, ვინაიდან მან უკეთ იცის როგორი ტიპის ტექნიკური საშუალებები არსებობს პრობლემის გადასაწყვეტად“. 

მოცემული ცვლილება კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ 2 დღეში დამტკიცდება და 1 დეკემბრიდან უცხოელებისთვის ქართულ ონლაინ კაზინოებში თამაში გამარტივდება.  

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ