GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საიდან ჩნდება დამოკიდებულება

საიდან ჩნდება დამოკიდებულება

22 მარ, 2021

ფსიქოლოგიის პროფესორმა და სიდნეის უნივერსიტეტის ტვინის კვლევის ცენტრის თანა-დირექტორმა სალი გეისნბერგმა გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვირტუალურ გარემოში თამაშს ეხება. Southern Cross უნივერსიტეტში (ავსტრალია) ჩატარებული კვლევის შედეგები აშკარად აჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ძირითადი მიზეზები არ არის ონლაინ კაზინოებში.

„ჩემი კვლევა ფოკუსირებულია აზარტული თამაშების ფსიქოლოგიისა და სხვა ქცევითი დამოკიდებულებების გააზრებაზე, რაც განსაკუთრებით ეხება განვითარებად ტექნოლოგიებს, მათ შორის ონლაინ თამაშს. ჩემი კვლევის მიზანია ზიანის შემცირების სტრატეგიების შემუშავება და კეთილდღეობის გაუმჯობესება.“

გეინსბერის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სათაურით “ონლაინ აზარტული თამაშების დამოკიდებულება: კავშირი ონლაინ თამაშებსა და უწესრიგო თამაშობებს შორის” . კვლევამ აჩვენა რომ არსებობს მყარი მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ ონლაინ აზარტული თამაშები  არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. ამავე დროს, პროფესორი  აგრძელებს კვლევას და ეძებს დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებს. სალი გეინსბერი ფიქრობს, რომ შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ძირითადი წყარო უფრო ტრადიციული კაზინოები იყოს.

როგორც აღმოჩნდა, ონლაინ კაზინოს მოთამაშეები უკეთესად აკონტროლებენ საკუთარი ხარჯვის პროცესს. გარდა ამისა, ოჯახის წევრები ხელს უწყობენ ამ კონტროლის განმტკიცებას, ხოლო არალეგალურ საიტებზე თამაში, შეიძლება ითქვას, რომ არ იძლევა ასეთ შესაძლებლობას, რადგან გარკვეულმა ფაქტორებმა არალეგალურ კაზინოებში, შესაძლოა,  გააძლიეროს თამაშის გაგრძელების სურვილი.  კონტროლის მექანიზმები არალეგალურ საიტებზე თითქმის არ არსებობს.  მოთამაშე ვერ აკონტროლებს საკუთარ ბიუჯეტს და არალიცენზირებულ  პლატფორმებზე თამაში, ლეგალურ ონლაინ კაზინოებისგან განსხვავებით, ნამდვილად დამოკიდებულების მთავარი წყაროა.

აღნიშნული კვლევა სალი გეინსბერის ნაშრომებს შორის პირველი არაა. მისი წინა კვლევა  “ონლაინ თამაშები ავსტრალიაში“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა. გეინსბერის საქმიანობა და კვლევები იზიდავს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების ბევრ ხელმძღვანელს, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობს მსოფლიოში პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების ორგანიზებისა და მათ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ  ერთ-ერთი კვლევის თანახმად მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. თუ გაითვალისწინებთ, რომ ბევრი ონლაინ კაზინო იძლევა დეპოზიტის ბონუსების გამოყენების შესაძლებლობას, მოთამაშეთა ფინანსური რისკები თითქმის ნულამდე შეიძლება შემცირდეს.

წყარო:https://bit.ly/3AZkaQw

სხვა სიახლეები

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში

22 აპრ, 2025

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ