15 აპრ, 2026
საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სექტორში სანქციების მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი აქცენტები ასე გამოიყურება:
დღეს მოქმედი რეგულაციით, თუ აზარტული თამაშების მიმწოდებელი მოსაკრებლის გადახდას დააგვიანებდა, მას ჯარიმა უსამმაგდებოდა. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს მექანიზმი არაეფექტურია და „ვერ უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელთა მხრიდან ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას“.
ახალი პროექტის მიხედვით, შემდეგი საქმიანობის ნებართვის მფლობელებს, მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისას, ნებართვა გაუუქმდებათ:
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ნებართვა გაუუქმდება, მას ბაზარზე დასაბრუნებლად თავიდან მოუწევს სანებართვო მოსაკრებლის სრული ოდენობით გადახდა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს თანხები საკმაოდ სოლიდურია:
ამას ემატება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურიც, რომელიც დაჩქარებული წესით (5-10 დღეში) ნებართვის მისაღებად 5 000-დან 30 000 ლარამდე მერყეობს.
განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი ასევე ასწორებს ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც სხვა ტიპის სანებართვო პირობების დარღვევას ეხება. კერძოდ, თუ ონლაინ კაზინოს ან ტოტალიზატორის მფლობელი დაარღვევს სხვა პირობას (და არა მოსაკრებლის გადახდის ვადებს), ნებართვის გაუქმების ნაცვლად, მას ჯარიმა გაუსამმაგდება.
ამასთან, იზრდება თავად ჯარიმის ოდენობაც არსებული 7 000 ლარის ნაცვლად, სანქცია 20 000 ლარი გახდება, ხოლო მისი გასამმაგებული ოდენობა 60 000 ლარს მიაღწევს.
მთავრობა იმედოვნებს, რომ სანქციების გამკაცრება გამოიწვევს „სანებართვო მოსაკრებლის დროულად გადახდის პროვოცირებას“ და ბიუჯეტში თანხების მობილიზებას. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში თამაშების მიწოდების 51 ნებართვაა გაცემული, რომელთაგან თითოეული ბიუჯეტში წელიწადში 100 000 ლარს იხდის.
კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს შევა. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
#საქართველო #რეგულაცია #კანონმდებლობა #ლიცენზირება #ბიზნესი #ონლაინკაზინო #ტოტალიზატორი #ეკონომიკა #სანქციები