GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სახელმწიფომ გადაწყვიტა, ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს და არა - არალეგალურს| სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ჯარიმების ზრდაზე

სახელმწიფომ გადაწყვიტა, ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს და არა - არალეგალურს| სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ჯარიმების ზრდაზე

28 აპრ, 2026

სახელმწიფომ გადაწყვიტა, ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს და არა - არალეგალურს - ასე აფასებენ სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში დარგისთვის ჯარიმების ზრდას.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, სექტორის მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევა უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება და არა კომპანიების მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას. როგორც ასოციაციაში ამბობენ, სექტორისთვის ჯარიმების მკვეთრი ზრდა ყველაზე ნეგატიურად ე.წ მიწის კაზინოებზე აისახება და ლეგალურ ბიზნესს დააზიანებს.

გიორგი მამულაიშვილის თქმით, ამ ფონზე კი ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა აზარტული თამაშების სფეროში არალეგალური ოპერატორები და ვებსაიტები.

“ეს პირველ რიგში, ძირითადად “დაარტყამს” მიწის ობიექტებს [კაზინოებს] და მათ შეექმნებათ პრობლემა. ლეგალური ბიზნესი ყოველთვის იხდიდა გადასახადებს, შეზღუდვები და ლიცენზიის გაუქმება აქამდეც იყო. ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანს შეექმნება რაღაც პრობლემა ან ტექნიკური ხარვეზი, ამის გამო არ უნდა ხდებოდეს გადასახადის ან დიდი ჯარიმის გადახდა. რეალურად თვითონ ლეგალური ბიზნესი ყოველთვის იყო მომხრე იმისი, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე და ყოფილიყო სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი. თუმცა რატომღაც დღესდღეობით სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ებრძოლოს ლეგალურ ბიზნესს, ვიდრე არალეგალურ ბიზნესს. არალეგალური ბიზნესის პრობლემა დღეს არის საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ სახელმწიფოს, რომ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ამ ცვლილებების განხორციელებაში და ჩვენ გვაქვს ცოდნაც, რესურსიც, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს, რომ ერთად ვებრძოლოთ არალეგალურ ბიზნესს, რაც პირველ რიგში სახელმწიფოს მოუტანს დადებით პოზიტივს და ასევე სოციუმისთვის იქნება დადებითი, როდესაც იქნება კონტროლირებადი და გამჭვირვალე ბიზნესი”, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

ცნობისთვის, სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება.

მაგალითისთვის, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი ხდება, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. ამასთან, თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. სხვა დარღვევების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს სამმაგი ჯარიმის დაკისრებას.

 

 

წყარო

სხვა სიახლეები

"არალეგალური ოპერატორების დაბლოკვაზე კონსულტაციები მიდის" - რა გამოწვევები აქვს სათამაშო ბიზნესს?

05 თებ, 2026

"არალეგალური ოპერატორების დაბლოკვაზე კონსულტაციები მიდის" - რა გამოწვევები აქვს სათამაშო ბიზნესს?

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2025

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

03 ოქტ, 2025

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ