GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლებასა და ანგარიშგებათა სრულყოფაზე იმსჯელეს

სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლებასა და ანგარიშგებათა სრულყოფაზე იმსჯელეს

16 სექ, 2018

15-16 სექტემბერს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლება და ანგარიშგებათა სრულყოფა“ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური,  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და დარგში დასაქმებული კომპანიის წარმომადგენლები იღებდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს  სათამაშო ბიზნესის სექტორში დაგეგმილი ახალი რეგულაციები, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ სამუშაო ჯგუფში მომზადდა.

„კონფერენციის მიზანია დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით არსებული პოზიციების შეჯერება ბიზნესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ ბერუაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, დეტალურად  ვიცნობდეთ ინდუსტრიის თითოეული მოთამაშის პოზიციას.  ვთვლით, რომ რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ის უნდა იყოს ცხადი, რაციონალური და ოპტიმალური, რომ მისი აღსრულება შეუსრულებელ მისიად არ დარჩეს. ასევე მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე  გაკეთდეს რეგულირების გავლენის შეფასება, რათა უფრო ნათლად დავინახოთ ამ ცვლილებების შედეგი ეკონომიკასა და ბიზნესზე“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა კი ყურადღება აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების აღრიცხვის მეთოდებსა და სტატისტიკის წარმოების  თავისებურებებზე გაამახვილეს და მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს.

  • კომპანიების-აღრიცხვის-მეთოდოლოგიური-თავისებურებები.-საქსტატი..pdf
  • საქართველოს-სათამაშო-ბიზნესის-ასოციაციის-პოზიცია-მოსალოდნელ-რეგულაციებთან-დაკავშირებით.pdf
  • სტატისტიკურ-მონაცემთა-შეგროვება.-საქსტატი..pdf
სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლებასა და ანგარიშგებათა სრულყოფაზე იმსჯელეს სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლებასა და ანგარიშგებათა სრულყოფაზე იმსჯელეს სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლებასა და ანგარიშგებათა სრულყოფაზე იმსჯელეს სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლებასა და ანგარიშგებათა სრულყოფაზე იმსჯელეს

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ