GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

11 ივნ, 2018

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს  ხელი  სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ ბერუაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, ზურაბ ბერუაშვილის თქმით, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მათი ორგანიზაცია საქსტატს მისი წევრი კომპანიებიდან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება,  რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ სწორი აზრის შექმნას.

“ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად ისე განვითარდა, რომ მის მიმართ სტატისტიკური ციფრთა წარმოების მეთოდოლოგია თითქმის აღარ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს, რაც ბიზნესის ოპონენტთა მხრიდან იწვევს ციფრებით არასწორ აპელირებას და მანიპულირებას. საუბრობენ მილიარდებზე, რაც თითქმის ათჯერ აღემატება ბიზნესის რეალურ შემოსავლებს”, _ აცხადებს ბერუაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია იყო, არის და იქნება ყოველთვის ტრანსფარანტული და  გამჭვირვალე.

“საქსტატი და სათამაშო ბიზნესის ასოციაცია შეიმუშავებენ სტატისტიკურ ციფრთა ახალ,  გაუმჯობესებულ მეთოდოლოგიას და მის საფუძველზე წარმოებული ციფრები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რაც საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ციფრებით არასწორად მანიპულირების მცდელობებს”, _ აღნიშნავს ბერუაშვილი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მართლაც მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს შეუწყობს საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის დროულ მიწოდებას დაინტერესებული მხარისთვის.

ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.

წყარო:http://www.geostat.ge/ka/single-news/1112/sakartvelos-statistikis-erovnul-samsakhursa-da-sakartvelos-satamasho-biznes-asotsiatsias-shoris-tanamshromlobis-memorandumi-gaformda

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ