GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატის ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატის ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება

21 ივნ, 2021

17-18 ივნისს ქალაქ ბორჯომში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი წევრი გიორგი მამულაიშვილი.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები და ბიზნესის წარმომადგენლები. შეხვედრას საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან არსებული საჭიროებები.

გარდა ამისა, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, სერვისებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხები; იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატის ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატის ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატის ორგანიზებულ გასვლით სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ