GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ევროპის წამყვანი ონლაინ სათამაშო ოპერატორები აძლიერებენ უსაფრთხო თამაშის პრინციპებს

ევროპის წამყვანი ონლაინ სათამაშო ოპერატორები აძლიერებენ უსაფრთხო თამაშის პრინციპებს

09 სექ, 2021

ევროპის წამყვანი ონლაინ სათამაშო ოპერატორები აძლიერებენ უსაფრთხო თამაშის პრინციპებს

უსაფრთხო აზარტული თამაშების პოპულარიზაციის მიზნით ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებმა 133% –ით გაზარდეს პერსონალური კომუნიკაციების რაოდენობა. უსაფრთხო თამაშის ინსტრუქცია ინდივიდუალურად გაუგზავნეს თითოეულ მომხმარებელს. შედეგად EGBA– ს წევრები იუწყებიან, რომ მათი მომხმარებლების 75% უკვე იყენებს ონლაინ თამაშისას უსაფრთხოების ყველა ინსტრუმენტს, რაც აძლიერებს მომხმარებლის უსაფთხოებას. აღნიშნული ინიციატივა ევროპულმა ბიზნეს ოპერატორებმა შეიმუშავეს და გაავრცელეს თავის მომხმარებლებში 2020 წელს. ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (EGBA) პირველ წლიურ ანგარიშში, აღნიშნულია რომ, ასევე ასოციაციის წევრი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, ევროპის წამყვანი ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორები, ვალდებულებას იღებენ, ითამაშონ წამყვანი როლი უსაფრთხო თამაშის კულტურის გაძლიერებაში. ევროპის ონლაინ სათამაშო სექტორის ანგარიშში გამოქვეყნებულია წევრი კომპანიის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ EGBA- ს წევრები აძლიერებენ უსაფრთხო თამაშის პრინციპებს. უსაფრთხო სათამაშო ინსტრუმენტების უფრო მეტად დანერგვისა მიზნით კი ზრდიან პერსონალური კომუნიკაციას. EGBA – ს ანგარიში 2020/21 ასახავს მისი წევრი კომპანიების ერთობლივ ძალისხმევასა და პროგრესს. ასოციაციის წევრი ბიზნეს ოპერატორების ძალისხმევით დაინერგა უსაფრთხო თამაშის პრინციპები, რამაც დაიცვა მათი მოთამაშეები და პოზიტიური წვლილი შეიტანა ევროპულ საზოგადოებაში. EGBA- ის ყოველწლიური ანგარიში მიზნად ისახავს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მხარდაჭერასა და გაძლიერებას. 2020 წლის ანგარიშში კი განსაკუთრებით ხაზგასმულია უსაფრთხო თამაშის კულტურის გაძლიერება ევროპის ონლაინ აზარტული თამაშების სექტორში. წლევანდელი ანგარიში მოიცავს მომხმარებელთა უკუკავშირებს, აზარტული თამაშებში უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენების სტატისტიკას. ასევე ანგარიშში ასახულია ევროპელი ბიზნეს ოპერატორების შეტანილი წვლილი ევროპული სპორტისა და კვლევების განვითარების მიმართულებით, ასევე განათლების, სწავლებისა და დასაქმების კუთხით.

EGBA წევრების 2020 წლის ძირითადი მაჩვენებლები:

  • მომხმარებელთა 75% -ს გააჩნდა მინიმუმ ერთი უფრო უსაფრთხოების ინსტრუმენტი ონლაინ თამაშისას, რომელიც იყო ან სავალდებულო ან ნებაყოფლობითი. – 2019 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 61% -ით.
  • 2.8 მილიონი პერსონალიზებული კომუნიკაცია. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად გაეგზავნა უსაფრთხო თამაშების პრინციპები და შესაბამისი ინსტრუქცია. აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 133% -ით, 2019 წლის 1.2 მილიონ პერსონალურ კომუნიკაციასთან შედარებით.
  • 14.2 მილიონი ზოგადი კომუნიკაცია, მომხმარებლებში უსაფრთხო თამაშის პოპულარიზაციის მიზნით.
  • 408 მილიონი ევროს ნებაყოფლობითი წვლილი ევროპულ სპორტში სპონსორობისა და სპორტული ტრანსლირების უფლებების მოპოვების გზით - 20% -იანი ზრდა 2019 წელთან შედარებით.

„EGBA და მისი წევრები ვალდებულნი არიან წინ წამოწიონ უსაფრთხო აზარტული თამაშებზე კომუნიკაცია. ჩვენი წლიური ანგარიში არის ჩვენი ვალდებულების ნაწილი, რომლითაც ვცდილობთ ვიყოთ ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობაზე. თვალყურს ვადევნებთ ჩვენი წევრების პროგრესს და მხარს ვუჭერთ საერთო ძალისხმევას უსაფრთხო თამაშების მიმართულებით. აღმასრულებელი დირექტორების აქტიურობა ამ მიზნების მისაღწევად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მისასალმებელია. ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი წევრები უკვე ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას უსაფრთხო თამაშისთვის ინსტრუმენტების შემუშავებით. ასევე მათ აქვთ იმაზე მეტი კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე თავიანთ მომხმარებლებთან ვიდრე როდესმე“- მარტენ ჰაიჯერი, EGBA– ს გენერალური მდივანი.

EGBA– ს შესახებ

ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (EGBA) არის ბრიუსელში დაფუძნებული  ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში დაფუძნებულ, ლიცენზირებულ და რეგულირებულ წამყვან ონლაინ სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს, მათ შორის bet365, Betsson Group, Entain plc, Kindred Group PLC და William Hill PLC შვედეთის ონლაინ სათამაშო ასოციაცია (BOS) არის EGBA- ს  წევრი. EGBA მუშაობს ეროვნულ და ევროკავშირის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად  რეგულირებული ონლაინ სათამაშო ბაზრის მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვის მაღალ დონეს და ითვალისწინებს ციფრული ეკონომიკის რეალობას და მომხმარებელთა მოთხოვნილებას. დღეს EGBA– ს წევრ კომპანიებს ევროპაში 16,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ. 

წყარო: https://www.egba.eu/news-post/new-report-europes-leading-online-gambling-operators-step-up-safer-gambling-efforts/

სხვა სიახლეები

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

05 მაი, 2025

უკრაინა აზარტული თამაშების რეგულატორს ცვლის: სისტემის გადატვირთვა თუ ახალი ბიუროკრატია?

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

25 აპრ, 2025

ევროკომისიამ Entain სახელმწიფო დახმარების ბრალდებებისგან გაათავისუფლა

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში

22 აპრ, 2025

რეგულაციებისა და ზრდის გზაჯვარედინზე: როგორ იცვლება აზარტული თამაშების სექტორი ბალკანეთში
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ