GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

11 ნოე, 2021

11 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს  ხელს  სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა და  უკრაინის ასოციაციის გემბლინგის კომიტეტის ხელმძღვანელმა  არტემ კუზმენკომ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და მჭიდრო კავშირების დასამყარებლად საქართველოს  სამუშაო ვიზიტით არტემ კუზმენკოსთან ერთად ესტუმრნენ უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  აღმასრულებელი დირექტორი იულია მაკაროვა და ამავე საბჭოს წევრი ანდრეი ასტაპოვი. უკრაინული დელეგაცია საქართველოში სამ დღის განმავლობაში გამართავენ სამუშაო შეხვედრებს ასოციაციის წევრ კომპანიებთან. იმსჯელებენ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე.

მემორანდუმი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა უკრაინაში, კიევში, სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენცია-გამოფენაზე, რომელიც SBC Gaming-ის და სპორტ მედია ჰოლდინგის თანამშრომლობის შედეგად გაიმართა. უკრაინასა და საქართველოს ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საგანია მხარეთა თანამშრომლობა და პარტნიორობა, ორმხირივი მუშაობის გაძლიერება და ხელშეწყობა საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად, კერძოდ:

  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა სათამაშო ბაზრის ასოციაციების GC-UA და GGA ოპერატორებთან;
  • მხარეთა პრინციპებისა და მისიების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და მომზადება;
  • სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში თანამშრომლობა კანონის დაცვის სფეროში;
  • საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა, მათ შორის პასუხისმგებელი თამაშის წესების შესახებ;
  • აზარტული თამაშების ბაზრის ოპერატორებისთვის რეკომენდაციების გაცვლა;
  • საერთაშორისო დონეზე სათამაშო ბიზნესის ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში დახმარება;
  • მხარეებს შორის გამოცდილების გაცვლა.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე გაცვლითი სამუშაო ვიზიტები ორ  ასოციაციას შორის კიდევ უფრო რეგულარულ სახეს მიიღებს და მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყანაში შექმნის კიდევ უფრო ჯანსაღ ბიზნესგარემოს და დაეხმარება ორივე მხარეს პასუხისმგებლიანი  და გამჭირვალე თამაშის პრინციპების გაძლიერებაში. 

„აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა და ყოველთვის არის საკითხები, რომლის განხილვასაც პარტნიორ ორგანიზაციებთან მოაქვს დადებითი შედეგი. დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნული თანამშრომლობით ორივე ქვეყნის ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ სარგებელს.“ - გიორგი მამულაიშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.

„საერთაშორისო თანამშრომლობა სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გვაძლევს აქტიურად შევუწყოთ ხელი შიდა ბაზრის განვითარებას, ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა შევისწავლოთ და გამოვიყენოთ საუკეთესო უცხოური პრაქტიკა.“ - განაცხადა იულია მაკაროვამ,

 ხოლო არტემ კუზნეცოვმა აღნიშნა, რომ - „ამ მემორანდუმის ხელმოწერა ადასტურებს უკრაინის მზაობას აზარტული თამაშების საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.“

სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სხვა სიახლეები

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

07 ოქტ, 2024

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

03 ოქტ, 2024

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.

23 სექ, 2024

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ