GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
მიუღებელია ის ტონი, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს - "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია"

მიუღებელია ის ტონი, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს - "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია"

02 დეკ, 2021

"მიუღებელია ის ტონი და ფორმა, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.

მან მედიას სათამაშო ბიზნესის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი რეგულაციები ბიზნესისთვის მიუღებელია.

საქმე ის არის, რომ სათამაშო ბიზნესისთვის მოსალოდნელი რეგულაციები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, რომელიც პარლამენტს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში წარედგინება, დაახლოებით, მილიონ ადამიანს თამაში აეკრძალება, მათ შორის საჯარო მოხელეებს, ასევე სოციალურად დაუცველებს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ონლაინ-კაზინოებს გადასახადები უნდა გაიზარდოს; ასევე იზრდება ასაკობრივი ზღვარი და იკრძალება სატელევიზიო რეკლამა, გარდა სპონოსორობისა.

"მოსალოდნელი რეგულაციები სავსებით მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესთან არ გამართულა კონკრეტული კონსულტაციები; მიუღებელია ის ტონი და ის ფორმა, რომლითაც ბიზნესთან ურთიერთობს მთავრობა, თან მედიის საშუალებით. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, რომ გავსულიყავით კონტაქტზე, მთავრობის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე არანაირი ინიციატივა არ არის. ეს აზიანებს არა მარტო ქვეყნის იმიჯს, და არა მარტო იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ, არამედ ეს არის დამაზიანებელი იმ საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან მსოფლიო საფონდო ბირჟებზე“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ სათამაშო ბიზნესი დღეს ძალიან კარგად არის დარეგულირებული და ამას მოწმობს ის, რომ არაერთი საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული ქართული მოდელით, რომ მაგალითები გადაიღოს. „ზუსტად ამიტომ არის მიუღებელი ის ფორმა, რა ფორმითაც ხდება საუბარი ამ რეგულაციებზე“, - ამბობს მამულაიშვილი.

კითხვას - რა მოხდება, თუკი მთავრობა ამ ბიზნესისთვის თამაშის წესებს შეცვლის და გადაინაცვლებს თუ არა დარგი  იატაკქვეშ, გიორგი მამულაიშვილი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით მოქალაქეები უცხოურ ბაზარზე გადაინაცვლებენ და იქ ითამაშებენ.

"ეს არის არალიცენზირებული საიტები, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებულები. მოხდება საკმაოდ დიდი ოდენობით თანხების გადინება. დღესაც ხდება გადინება ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ და წელიწადში ეს თანხა შეადგენს 120 მლნ ლარს, რაც გაედინება ქვეყნიდან. ამის კონტროლი იქნება შეუძლებელი არსებული ტექნოლოგიების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს დაიბლოკება გარკვეული არხები და მათ შორის VPN, ასეთი მაგალითები მსოფლიოში არ არსებობს, თუნდაც აშშ-ის მაგალითი რომ ავიღოთ, ასევე ჩინეთი, თავისი რესურსებით ამის გაკეთება ამ ქვეყნებმა ვერ მოახერხეს და ეჭვი მეპარება, ეს საქართველოს მთავრობამ მოახერხოს“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

წყარო:https://bm.ge/ka/article/miugebelia-is-toni-romlitac-mtavroba-biznestan-urtiertobs---quotsatamasho-biznesis-asociaciaquot/96679/

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ