GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ქვეყნები რომლებიც ყველაზე დიდი შემოსავალს იღებენ ონლაინ აზარტული თამაშებით

ქვეყნები რომლებიც ყველაზე დიდი შემოსავალს იღებენ ონლაინ აზარტული თამაშებით

01 მარ, 2023

აზარტული თამაშები  ათასობით წელია არსებობს და მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. ყოველ წელს ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი დებს ფსონს. მხოლოდ ამერიკაში სამოცი მილიარდი დოლარი გამომუშავდება კაზინოებში და კიდევ ჩვიდმეტი მილიარდი  - სახელმწიფო ლატარიებიდან. ლეგალური აზარტული თამაშები  

აზარტული თამაშები აუმჯობესებს  ქვეყნის ეკონომიკას. მხოლოდ დაახლოებით 20 წლის წინ მხოლოდ ორ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგალური აზარტული თამაშები; ახლა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია  ლეგალური. იმ ადგილებში, სადაც კაზინოა განთავსებული, ადგილობრივი სკოლები უმჯობესდება, ასევე საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები სარგებლობს   ლეგალური აზარტული თამაშებით. 

აზარტული თამაშები ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს. მხოლოდ შეერთებულ შტატებში კაზინოებმა 350 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ლეგალური ბიზნესი ეხმარება როგორც ოჯახებს, ასევე მთავრობას. მაგალითად, ამერიკაში 1500-ზე მეტი კაზინოა, რომელიც ბევრ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას.  

მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ კაზინოებზე მოთხოვნა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, თუმცა პანდემია გემბლინგისთვის ნამდვილი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომელმაც აზარტულ თამაშებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 
 
2021 წელს ონლაინ გემბლინგის საერთო ბრუნვამ მსოფლიოს მასშტაბით 102 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ონლაინ კაზინოები ფიზიკურ სამორინეებს წარმატებით ანაცვლებენ.  

 
ლეგალური აზარტული თამაშები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყანაზე, რადგან ის აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას. აზარტული თამაშები ძალიან დიდი კონტრიბუტორია ქვეყნების ბიუჯეტში.  რაც საზოგადოების დასახმარებლად შეიძლება გამოიყენოს თითოეულმა სახელმწიფომ. 

 
რაც შეეხება შემოსავლებს, გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რომელმაც ერთ წელში 12.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის გენერირება შეძლო. 10.9 მილიარდი დოლარით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს; მესამე ადგილზე კი ავსტრალიაა, რომელმაც ერთ წელში ონლაინ გემბლინგით 6.5 მილიარდი დოლარი მიიღო. 
 
გთავაზობთ გლობალურ რეიტინგს ონლაინ გემბლინგით მიღებული შემოსავლების მიხედვით: 
 
1. დიდი ბრიტანეთი - $12.5 მლრდ 
2. აშშ - $10.9 მლრდ 
3. ავსტრალია - $6.5 მლრდ 
4. იტალია - $4.5 მლრდ 
5. საფრანგეთი - $3.8 მლრდ 
6. გერმანია - $3.6 მლრდ 
7. კანადა - $2.5 მლრდ 
8. შვედეთი - $2.1 მლრდ 
9. ესპანეთი - $1.6 მლრდ 
10. საბერძნეთი - $1.3 მლრდ 

წყარო: https://bm.ge/ka/article/romeli-qveynebi-igeben-onlain-kazinoebit-yvelaze-met-shemosavals---reitingi/128161

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილის ინტერვიუ ცნობილ გამოცემა Casino Life-ში

20 თებ, 2023

გიორგი მამულაიშვილის ინტერვიუ ცნობილ გამოცემა Casino Life-ში

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის, ინტერვიუ სფეროში დაწესებულ მორიგ რეგულაციებზე

14 თებ, 2023

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის, ინტერვიუ სფეროში დაწესებულ მორიგ რეგულაციებზე

აზარტულ და მოგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

14 დეკ, 2022

აზარტულ და მოგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ