08 ივლ, 2025
1 ივლისს რეგულატორმა დაადასტურა, რომ კურასაოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანია, რომელიც CGA-ს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე აზარტულ თამაშებს აწარმოებს, არღვევს აზარტული თამაშების შესახებ ეროვნული დადგენილების (LOK) 1.2(1) მუხლს.
აღნიშნული დებულება მკაცრად კრძალავს კურაკაოდან სათამაშო მომსახურების ორგანიზებას ან უზრუნველყოფას შესაბამისი რეგულატორის ლიცენზიის გარეშე, მათ შორის იმ ოპერატორებისთვისაც, რომლებიც სხვა იურისდიქციებში ფლობენ ლიცენზიას.
CGA-მ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ კურაკაოში რეგისტრირებული მრავალი ოპერატორი კვლავ ეყრდნობა უცხოურ B2C ლიცენზიებს, რასაც რეგულატორი უკანონოდ და შეცდომაში შემყვანად მიიჩნევს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები ფორმალურად კურაკაოში არიან რეგისტრირებულნი, ისინი შესაძლოა მესამე პირებს – მათ შორის მოთამაშეებს, B2B მომსახურების მიმწოდებლებს და გადახდების დამმუშავებლებს – საკუთარ შესაბამისობის სტატუსს არასწორად წარმოუჩენდნენ.
CGA-მ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი საქმიანობა შესაძლოა კურაკაოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად ჩაითვალოს და საფრთხე შეუქმნას როგორც იმ ადამიანებს, ვინც ამას განგებ აკეთებს, ასევე მათ, უნებლიედ არის ამაში ჩართული.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, CGA-მ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს ოფიციალური შეწყვეტისა და აკრძალვის წერილების გაგზავნას დაუმორჩილებელი სუბიექტებისთვის.
ეს ნაბიჯი ცხადყოფს CGA-ს მიზანს, ადგილობრივ ოპერატორებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისროს.
CGA ტრანსფორმაციას აგრძელებს
კურაკაოს სათამაშო ინდუსტრია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, რაც წესების არაერთ ცვლილებას იწვევს.
ამ პროცესის ფარგლებში, ბოლო პერიოდში რეგულატორმა ონლაინ ბუკმეიკერებისა და კაზინო ოპერატორებისთვის გაცემულ დროებით ლიცენზიებზე ექვსთვიანი გახანგრძლივება დაუშვა.
ეს „მწვანე ბეჭდის“ B2C და B2B ლიცენზიები, რომლებსაც ვადა 24 ივნისს გასდიოდათ, ახლა 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება ოპერატორებს მეტ დროს აძლევს, რომ მოერგონ LOK-ის მიერ დანერგილ რეგულატორულ ცვლილებებს, ხოლო მარეგულირებელს ახალი ლიცენზიების განაცხადების განხილვის საშუალება ეძლევა.
CGA-ს თქმით, ამ ცვლილებების მიზანია გაზარდოს გამჭვირვალობა, გაამკაცროს რეგულირების კონტროლი და დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები.
კომპანიებს, რომლებიც გადავადებული ვადის განმავლობაში სრულად მოერგებიან ახალ წესებს, შეუძლიათ მუდმივი ლიცენზიის მიღება.