23 სექ, 2025
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) და მისმა წევრმა კომპანიებმა მხარი დაუჭირეს სპორტულ-საფეხბურთო ფესტივალს, რომელიც 20–21 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის დილას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
ინიციატივის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის სოფლების საჯარო სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბებულმა საფეხბურთო გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს ტურნირში, სადაც 15 სოფლის 300-მდე ბავშვი იყო ჩართული.
GGA-ს მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ბავშვების ტრანსპორტირება, კვება და სხვადასხვა სახის საჩუქრები, რაც ფესტივალს დამატებით სიხარულსა და მოტივაციას ანიჭებდა. ღონისძიების მიზანი იყო, რომ ბავშვებისთვის შეექმნა ბედნიერი ერთიანობის ატმოსფერო, სადაც მათ პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ცენტრალურ სტადიონზე წარმოედგინათ საკუთარი სკოლა და სოფელი.