GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება

13 დეკ, 2021

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს, სადაც სათამაშო ბიზნესის მარეგულირებლის - Random Systems-ის მიერ მომხმარებლების პირადი და საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ფლობაზეა საუბარი და სადაც, მოხვდა სათამაშო ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის ინტერვიუ.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ როგორც არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების, ასევე, ტექნიკური ინტეგრაციის დროს გამოყენებული გადაწყვეტის ფარგლებში, სათამაშო ბიზნესის ოპერატორები Random Systems-ს არ აწვდიან მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას. რაც შეეხება საბანკო ბარათების მონაცემებს, კომერციული ბანკები აღნიშნულ ინფორმაციას არ უზიარებენ სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს, რადგან ამის მკაცრ კონტროლს ახორციელებს, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე, ისეთი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიც არიან VISA და Mastercard.

აქვე დავამატებთ, რომ ასოციაციის თითოეული წევრი კომპანია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მოთამაშეების პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხს და ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დანერგილი აქვს უმაღლესი სტანდარტების მქონე ელექტრონული უსაფრთხოების სისტემები.

 

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება

სხვა სიახლეები

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

13 ივნ, 2025

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ