GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
„აკრძალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება“ - სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება

„აკრძალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება“ - სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება

23 ნოე, 2021

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას კიდევ ერთხელ ცდის. გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება და რეკლამის შეზღუდვა არ გამოუვიდათ, ჯერი ახლა ირაკლი ღარიბაშვილზეა.  წინამორბედი პრემიერებისგან განსხვავებით ღარიბაშვილი უფრო რადიკალური აღმოჩნდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდასთან და რეკლამის აკრძალვასთან ერთად მომხმარებლების ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე აწევა იგეგმება. მეორე ეტაპი სათამაშო ბიზნესისთვის უმკაცრესი იქნება, ღარიბაშვილს უნდა რომ ონლაინ კაზინოები სრულად აკრძალოს. 

მთავრობის ორშაბათის სხდომაზე გაკეთებული ეს განცხადება სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვიყვება, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობას ბიზნესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იგი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ხისტს უწოდებს და ამბობს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის.

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სათამაშო სექტორი ეფექტურად რეგულირდება და არის გამჭვირვალე, პრემიერის ინიციატივა მოულოდნელი იყო. ყველა ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია აზარტული თამაშების კომპანიების ნებისმიერ მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგულატორებთან Random Systems-თან, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, აქტიურად ვთანამშრომლობთ, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია. თუმცა, ვახდენთ ინფორმაციის მოძიებას, რატომ მიიღო მთავრობამ ასეთი ხისტი გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ აზარტული ბიზნესი უნდა იყოს ლოიალური და არა აკრძალული, რადგან რეალიზაცია გაძლევს საშუალებას ბიზნესი აკონტროლო. საქართველოს კანონმდებლობა დახვეწილია და მორგებულია როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესის ინტერესებზე. რეგულაციები მკვეთრადაა გაწერილი განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ცვლილებების შემდეგ, რა დროსაც მთლიანად შეიცვალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების კანონი“, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

წყარო: https://commersant.ge/ge/post/akrdzalva-gamosavali-arasdros-yofila-da-arasdros-iqneba-satamasho-biznes-asociaci-mtavrobis-gadarwmunebas-sheecdeba

 

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ