GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
გერმანია რეგულაციური ცვლილებებისა და ინიციატივების ჰაბად ყალიბდება

გერმანია რეგულაციური ცვლილებებისა და ინიციატივების ჰაბად ყალიბდება

17 ოქტ, 2025

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ — Gemeinsame Glücksspielbehörde der Länder (GGL)-მა — DACHL რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს გემბლინგის რეგულაციის ყველაზე აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გზები.
8–9 ოქტომბერს ავსტრიის, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის ოფიციალური პირები შეიკრიბნენ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები სათამაშო კანონმდებლობის სფეროში.

ამჟამად გერმანიაში მიმდინარეობს სახელმწიფო სათამაშო ხელშეკრულების (State Treaty on Gambling) შეფასება, რომლის დასრულება მომავალ წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

შეხვედრის ძირითად თემას სათამაშო კანონმდებლობა წარმოადგენდა. მონაწილეებმა განიხილეს გემბლინგის რეგულაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა სისხლის სამართლის დებულებები, ხოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „ლუტბოქსები“ — თამაშის მექანიკა, რომელიც ხშირად ექცევა კრიტიკის ქვეშ, რადგან ფართოდ გამოიყენება ბავშვებზე ორიენტირებულ ვიდეოთამაშებში.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პრობლემური აზარტული თამაშების თემასაც — რეგულატორებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტმა (CEN) ახლახან დანერგა აზარტული თამაშებით მიყენებული ზიანის ერთიანი ევროპული მაჩვენებლები.

ერთ-ერთ ყველაზე განხილულ თემად იქცა სპორტული ფსონებისა და მოთამაშეთა დაცვის საკითხები DACHL რეგიონის მასშტაბით. დელეგატებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი უკანონო ფსონების მაღალი მაჩვენებლის პრობლემას სამოყვარულო სპორტში — მათ შორის გერმანიაშიც. დელეგატები შეთანხმდნენ, რომ მოთამაშეთა იდენტიფიკაციის პროცესის გამკაცრება შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს სექტორის გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, თუმცა გერმანიის გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ზომები ზოგჯერ მოულოდნელად უარყოფით შედეგებსაც იწვევს.

ამჟამინდელი რეფორმების ფარგლებში, GGL გეგმავს მოთამაშეთა შემოსავლის გადამოწმების მექანიზმის დანერგვას, რომელიც მოიცავს ბოლო 12 თვის მონაცემებს. თუმცა, ინდუსტრიის ასოციაციები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეგულაციებით მთავარ სარგებელს შავი ბაზარი მიიღებს.

გერმანიაში კვლავ პრობლემად რჩება ლიცენზიის არმქონე ოპერატორების საკითხი — რეგულატორის განცხადებით, მოთამაშეთა მხოლოდ 35% იყენებს ლიცენზირებულ ვებსაიტებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

შედარებისთვის, შვედეთში არხების ლიცენზირების მაჩვენებელი 80%-დან 92%-მდე მერყეობს პროდუქტების მიხედვით, თუმცა ქვეყანას მაინც უჭირს 90%-იანი საერთო მაჩვენებლის მიღწევა — რაც უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი.

სიტუაციის გასაუმჯობესებლად, GGL განიხილავს ახალი მიდგომის დანერგვას IP-ბლოკირების მიმართულებით, შვეიცარიის მაგალითის მიხედვით, სადაც არალიცენზირებულ ოპერატორებზე უფრო მკაცრი ზომებია მიღებული.

GGL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რონალდ ბენტერმა, განაცხადა:
„ევროპულ მარეგულირებელ უწყებებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას ერთდროულად გავაძლიეროთ რამდენიმე მიმართულება: არალიცენზირებული აზარტული თამაშების აღკვეთა, მოქმედი ოპერატორების ეფექტიანი მონიტორინგი და დამოკიდებულების პრევენცია. ამ პარტნიორობაში ჩვენ მხოლოდ გამოცდილებას არ ვიღებთ — საკუთარ წარმატებულ პრაქტიკებსაც ვუზიარებთ ევროპელ კოლეგებს და ერთად ვაძლიერებთ საერთო სტანდარტებს.“

 

 

წყარო

 

 

#ევროპულიინტეგრაცია #პასუხისმგებელიაზარტული თამაშები #ლუტბოქსები #გერმანიისრეგულატორი #ონლაინფსონები #მოთამაშეთადაცვა #IPბლოკირება

 

 

სხვა სიახლეები

ესტონეთმა შესაძლოა ეკონომიკის გასაძლიერებლად აზარტული თამაშების გადასახადები შეამციროს

08 ოქტ, 2025

ესტონეთმა შესაძლოა ეკონომიკის გასაძლიერებლად აზარტული თამაშების გადასახადები შეამციროს

Evolution Gaming-ის აზიელ პარტნიორს ლიცენზია ჩამოერთვა

07 ოქტ, 2025

Evolution Gaming-ის აზიელ პარტნიორს ლიცენზია ჩამოერთვა

ფილიპინების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ონლაინ თამაშების აკრძალვა ხალხს შავ ბაზარზე გადაიყვანს

12 აგვ, 2025

ფილიპინების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ონლაინ თამაშების აკრძალვა ხალხს შავ ბაზარზე გადაიყვანს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ