GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ბულგარეთის სათამაშო სექტორი ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდის კანონპროექტს აპროტესტებს

ბულგარეთის სათამაშო სექტორი ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდის კანონპროექტს აპროტესტებს

24 თებ, 2026

ბულგარეთის სათამაშო ინდუსტრია იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც აზარტული თამაშებისთვის მინიმალური ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, პოპულისტურმა პარტია ITN-მა  წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტი კრძალავს 21 წლამდე ასაკის პირთა მონაწილეობას აზარტულ თამაშებში და აფართოებს „მოწყვლადი პირების“ დეფინიციას.

„შემოთავაზებული ცვლილებები ეხება როგორც მიწაზე დაფუძნებულ, ისე ონლაინ აზარტულ თამაშებს. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქეების სწორ განვითარებას — ისინი დაკავდებიან ისეთი აქტივობებით, რომლებიც არ უბიძგებს მათ დამოკიდებულებისკენ და არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას მათ ცხოვრებაზე“, — აცხადებენ პარტიაში.
 

„კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“

აზარტული თამაშების სფეროში მოქმედი ოთხი ბიზნესგაერთიანება ოფიციალური განცხადებით გამოვიდა. მათი მთავარი არგუმენტია ის, რომ წარდგენილი ინიციატივა ბულგარეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

წერილს, რომელიც ბულგარეთის 51-ე მოწვევის ეროვნული ასამბლეის პოლიტიკოსებისადმია დაგზავნილი, ხელს აწერს ოთხი ორგანიზაცია: აზარტული თამაშების ინდუსტრიის ასოციაცია, ბულგარეთის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, აზარტული თამაშების საქმიანობის ბულგარეთის ასოციაცია და აზარტული თამაშების პროვაიდერთა კოალიცია.

„ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ პროექტი არსებითად არ განიხილონ და პირველივე მოსმენაზე უარყონ, რადგან ის არის ანტიკონსტიტუციური, ეკონომიკურად და სოციალურად მიზანშეწონილი და მომზადებულია ყოველგვარი წინასწარი ანალიზის გარეშე“, — ნათქვამია განცხადებაში.

წერილის ავტორების თქმით, პარტია ITN-მა დაარღვია ბულგარეთის კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპი — ყველა ზრდასრული ადამიანის უფლებრივი თანასწორობა.

„თუ კონსტიტუცია მიიჩნევს, რომ 18 წლის პირი საკმარისად მოწიფულია საიმისოდ, რომ აირჩიოს ქვეყნის მმართველი ძალა და ჰქონდეს ხმა საზოგადოებრივ მნიშვნელოვან საკითხებში, მაშინ ლოგიკურია, რომ მას თავად შეეძლოს გადაწყვეტა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას აზარტულ თამაშებში“.

კიდევ ერთი არგუმენტი ეხება იმას, რომ მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს სხვა სფეროებში, როგორიცაა: ალკოჰოლის მოხმარება, ხელშეკრულებების გაფორმება, ქონების მართვა, ქორწინება, იარაღის ფლობა და სხვა.

„გამონაკლისის დაშვება მხოლოდ აზარტული თამაშებისთვის გაუმართლებელია, ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს ზრდასრული მოქალაქეების უფლებების შესაზღუდად“.

ორგანიზაციებმა კანონპროექტს „ბრმა ინიციატივა“ უწოდეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ არ არსებობს მტკიცებულება ამგვარი ზომების ეფექტურობაზე. მათი თქმით, ეს არა მხოლოდ შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ხმარდება, არამედ ახალგაზრდებს „შავი ბაზრისკენ“ (არალეგალური სათამაშო სექტორისკენ) უბიძგებს.

„არ არის წარმოდგენილი ზეგავლენის შეფასება, თუ როგორ იმოქმედებს შრომისუნარიანი მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის თამაშზე წვდომის შეზღუდვა ლეგალური ბიზნესის შემოსავლებზე, სოციალურ სისტემასა და თავად ახალგაზრდების ქცევაზე. ინიციატივა ხორციელდება ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კარგ საკანონმდებლო პრაქტიკას“.

გარდა ამისა, ასოციაციებმა ITN გააკრიტიკეს „ელემენტარული კომპეტენციის ნაკლებობის“ გამო. მათ აღნიშნეს, რომ პარტიამ მარეგულირებელ ორგანოდ კვლავ „აზარტული თამაშების სახელმწიფო კომისია“ მიუთითა, რომელიც რეალურად ჯერ კიდევ 2020 წელს გაუქმდა.

ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ზომა პრეცედენტს მოკლებულია ევროპულ კანონმდებლობაში და ბულგარეთს იზოლაციაში მოაქცევს. თუმცა, წერილში არ არის ნახსენები ის ფაქტი, რომ ბელგიამ, რუმინეთმა, ლიეტუვამ და ნიდერლანდებმა უკვე გადადგეს აქტიური ნაბიჯები ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გასაზრდელად.

წერილის დასკვნით ნაწილში ნათქვამია: „მოქმედი კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს ადეკვატურ ზომებს მოწყვლადი პირების დასაცავად და მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან არასრულწლოვან და ზრდასრულ პირებს“.

 

 

წყარო

 

 

#ბულგარეთი #გემბლინგი #აზარტულითამაშები #რეგულაციები #ევროპა

სხვა სიახლეები

რუმინეთი ეროვნული თვითგამორიცხვის პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს

17 თებ, 2026

რუმინეთი ეროვნული თვითგამორიცხვის პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს

თურქეთში შავი ბაზრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

05 თებ, 2026

თურქეთში შავი ბაზრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

სერბეთი აზარტული თამაშების ჯეკპოტების რეგულაციას აახლებს

15 იან, 2026

სერბეთი აზარტული თამაშების ჯეკპოტების რეგულაციას აახლებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ