GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარი მილიარდი შეაქვს

სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარი მილიარდი შეაქვს

12 ივლ, 2018

სათამაშო ბიზნესის საბიუჯეტო შენატანი დაახლოებით ნახევარი მილიარდია  _  ამის შესახებ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სექტორის შემოსავალი 6 მილიარდია წელიწადში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ზურაბ ბერუაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში სექტორის შემოსავალი 700-800 მილიონი ლარია, განაწილებული მოგება კი 160 მილიონს შეადგენს.

„ბიზნესი იხდის როგორც საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს, ისე ადგილობრივ გადასახადებს, ისე სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებს, რომ აღარ ვისაუბროთ საშემოსავალო და სხვა დაანრჩენ გადასახადებზე. 2017 წლის მონაცემებით, ეს არის 330-დან 350-მილიონამდე გადახდილი გადასახადი. ეს არის სუფთა რიცხვი, რომელიც ლიცენზიებული ოპერატორების მხრიდან გენერირებული გაადსახადებია.

მინდა იცოდეთ, რომ ბიზნესში არსებობენ არალიცენზირებული, მაგრამ ამ ბიზნესთან პირდაპირ დაკავშირებული კომპანიებიც, რომელთა ხვედრითი წილი გადასახადებში საკმაოდ მაღალია. ჩვენი ინფორმაციით, საერთო გადასახადი ამ ბიზნესის მხრიდან წარმოადგენს ნახევარ მილიარდამდე ლარს.

კომპანიები მაღალი კონკურენციის გამო ნაკლებად აზიარებენ ერთმანეთში რიცხვებს, მაგრამ იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც მე ვფლობ, საუბარია 2 მნიშვნელოვან რიცხვზე. ხშირად აპელირებენ ამ რიცხვებზე, რომ ბიზნესის შემოსავალი იყო 6 მილიარდამდეა, თუმცა, ერთობლივი შემოსავალი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მერყეობს 700 მილიონიდან 800 მილიონამდე. თუმცა, ეს არ არის ნეტ შედეგი, ამას უნდა გამოაკლდეს შესაბამისი ხარჯები, რომლებიც ძალიან მაღალია. მთლიანობაში საუბარია წლის მანძილზე 100-159 მილიონ ლარის განაწილებულ მოგებაზე“, _  აცხადებს ბერუაშვილი.

რაც შეეხება სათამაშო ბიზნესისთვის 2017 წლიდან გაზრდილ გადასახადებს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა მოსაკრებლები, როგორც სამორინეების, ასევე ონლაინ თამაშების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელძღვანელი აცხადებს, რომ ბიზნესმა თავის დროზე ახალ რეგულაციებზე მორგება ვერ მოასწრო.

„გადასახადის ზრდას ბიზნესი არასოდეს მიესალმება, თუ ის ხორციელდება ისეთ მოკლე დროში, როდესაც ბიზნესი ვერ ასწრებს რეალურად ადმინისტრირების ღონსიძიებებისთვის მომზადებას. რეალურად ეს მოხდა“, _  აცხადებს ბერუაშვილი.

წყარო:http://www.bm.ge/ka/article/quotsatamasho-bizness-biujetshi-daaxloebit-naxevari-miliardi-sheaqvsquot/22273

 

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ