GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
მალაიზია  ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაციას განიხილავს

მალაიზია ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაციას განიხილავს

19 ივლ, 2022

მალაიზიის ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაციის შესაძლებლობაზე. მთავრობის შეფასებით, ქვეყანა ყოველწლიურად კარგავს 2 მილიარდ რინგიტს (დაახლოებით 452 მილიონი დოლარი), რომელიც გადასახადების სახით შეიძლება შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 

კომუნიკაციებისა და მულტიმედიის მინისტრის მოადგილემ დათუკ ზაჰიდი ზაინულ აბიდინმა ადგილობრივ გამოცემა The Star-ს განუცხადა, რომ განიხილება ზოგიერთი ონლაინ თამაშის ლეგალიზება, რომელიც ასევე მოიცავს ფსონებს. 

მან ასევე დაამატა, რომ არააზარტული ონლაინ თამაშები ძალიან პოპულარულია მალაიზიაში. მაგრამ ზოგიერთი მათგანის ადამიანები ფულს იხდიან კიდეც. 

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ განიხილება აზარტულ თამაშებად, ზოგიერთ მათგანს აქვს აზარტული თამაშების მსგავსი მახასიათებლები, განსაკუთრებით ის, ვინც იყენებს ლოტ ბოქსის მექანიკას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრის დეპარტამენტის მინისტრმა დატუკ სერი ვან ჯუნაიდი ტუანკუ ჯაფარმა განაცხადა, რომ დაახლოებით ორი თვის წინ დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს და მისი სახელით გაკეთდა წინადადება კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

„კანონი ფინანსთა სამინისტროს იურისდიქციაშია და ჩვენ ვერ შევცვლით მას, სანამ ამის უფლებას არ მოგვცემენ“, - ამბობს ის. 

აღსანიშნავია, რომ ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაციისთვის აუცილებელია კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც 1953 წელსაა მიღებული. 

წყარო: https://sbccis.com/obshhie/2022/06/28/v-malajzii-rassmatrivajut-vozmozhnost-legalizacii-onlajn-gemblinga/

სხვა სიახლეები

საბერძნეთი: მარეგულირებლის შეფასებით, 2025 წელს არალეგალურ პლატფორმებზე €1.8 მილიარდის ფსონები დაიდო

09 ივლ, 2026

საბერძნეთი: მარეგულირებლის შეფასებით, 2025 წელს არალეგალურ პლატფორმებზე €1.8 მილიარდის ფსონები დაიდო

სომხეთმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულაციები გაამკაცრა: უკანონო ვებგვერდები დაიბლოკება, რეკლამა კი მკაცრად შეიზღუდება

07 ივლ, 2026

სომხეთმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულაციები გაამკაცრა: უკანონო ვებგვერდები დაიბლოკება, რეკლამა კი მკაცრად შეიზღუდება

ბერლინი გერმანიის აზარტული თამაშების ზედამხედველობას იბარებს — რეგულაციების მასშტაბური გადახედვა იწყება

06 ივლ, 2026

ბერლინი გერმანიის აზარტული თამაშების ზედამხედველობას იბარებს — რეგულაციების მასშტაბური გადახედვა იწყება
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ