GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ უკრაინელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ უკრაინელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

28 ოქტ, 2019

მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში აზარტული თამაშების ლეგალიზებაზე ისაუბრა, ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური გუსევის, ინიციატივით უკრაინის წარმომადგენლობამ პირველი უკრაინული სათამაშო ფორუმი გაიმართა ხერსონში, სადაც მიწვეულები იყვნენ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრები; ზაურ ბერუაშვილი, გიორგი მამულაიშვილი, ზურაბ ერქომაიშვილი, გიორგი ქათამაძე. მათ უკრაინელ კოლეგებს გაუზიარეს ქართული გამოცდილება – თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია სათამაშო ბიზნესს მუშაობა ქვეყნისა და ცალკეული რეგიონის ეკონომიკისთვის.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ სტატისტიკაზე, მათ შორის  მოქმედ 136 ოპერატორზე, რომლებიც ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში არიან.  ასევე აღინიშნა, რომ საქართველო სათამაშო ბიზნესის რეგიონალური ჰაბი და  შესაბამისად ტურისტების მიზიდულობის ცენტრია. განსაკუთრებით თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან.  ასევე განხილვის თემა იყო თანამშრომლების მაღალი ხელფასები, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების გადახდები, გამჭვირვალობა, ახალი სასტუმროები და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა.

სადისკუსიო პანელზე საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციას წარმოადგენდა გამგეობის წევრი გიორგი მამულაიშვილი. მან ისაუბრა ოპერატორებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საერთო პროექტების შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც მიმართული იქნება ბიზნესის გამჭირვალეობის გაზრდისკენ. „ეს ინდუსტრია ყოველთვის ასოცირდება ბნელ ბრუნვასთან, ამიტომ ოპერატორები განსაკუთრებით  დაინტერესებულნი არიან გამჭვირვალობით“. – აღნიშნა მამულაიშვილმა.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ უკრაინელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ უკრაინელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ უკრაინელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

სხვა სიახლეები

სერბეთი აზარტული თამაშების ჯეკპოტების რეგულაციას აახლებს

15 იან, 2026

სერბეთი აზარტული თამაშების ჯეკპოტების რეგულაციას აახლებს

ბელარუსის აზარტული თამაშების რეგულაციების განახლება (2026)

13 იან, 2026

ბელარუსის აზარტული თამაშების რეგულაციების განახლება (2026)

უკრაინის ლატარიის ბაზარზე ხელახალი ლიცენზირების ეტაპი მიმდინარეობს

08 იან, 2026

უკრაინის ლატარიის ბაზარზე ხელახალი ლიცენზირების ეტაპი მიმდინარეობს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ