25 ოქტ, 2024
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) 11 ოქტომბრიდან დააწესა აკრძალვა არალიცენზირებული ბეთინგ კომპანიების სპონსორობაზე, რომელიც გავრცელდება ბრაზილიური ფეხბურთის ყველა დონეზე.
კლუბებს და ლიგებს დაევალათ შეწყვიტონ ნებისმიერი სახის სასპონსორო გარიგება ბეთინგ ოპერატორებთან, რომლებსაც არ მიუღიათ ლიცენზირების ნებართვა პრიზებისა და ფსონების სამდივნოდან (SPA).
CBF-მ განაცხადა, რომ აკრძალვა მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ავტორიზაციის გარეშე ბეთინგ კომპანიებს ეკრძალებათ რეკლამირება ან კომერციული საქმიანობა. დარღვევის შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ სანქციები მოქმედი კანონმდებლობისა და კონკურსის საერთო წესების შესაბამისად(RGG), გათვალისწინებული იქნება სპორტული საქნციებიც.
SPA-მ 31 სექტემბერს დახურა ტოტალიზატორის ლიცენზირების ფანჯარა, რომლის დროსაც მან 90 ბიზნესს და 195 ბრენდს მიანიჭა შესაბამისი ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზიები.
თუმცა, SPA-ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს ოპერატორებმა, Esportes da Sorte და VaideBet, რადგან მათ ვერ მიირეს ლიცენზიები.
შესაბამისად, აკრძალვა შეეხება ბრაზილიის სერია A-ს ხუთ კლუბს, მათ შორის გრემიო, კორინთიანსი, ბაია და პალმეირასი, რომლებსაც ამჟამად Esportes da Sorte აფინანსებს.
Atlético Paranaense-მა უკვე შეაჩერა პარტნიორობა Esportes da Sorte-თან, ხოლო დანარჩენი ოთხი კლუბი კვლავ ინარჩუნებს კონტრაქტებს.
მიუხედავად იმისა, რომ Esportes da Sorte-ს არ აქვს მიღებული ბეთინგის ლიცენზია, მან უკვე მიიღო სახელმწიფო დონის ლიცენზია, რომელიც გაიცა რიო-დე-ჟანეიროს სახელმწიფო ლატარიის, LOTERJ-ის მიერ. თუმცა, გენერალურმა პროკურატურამ შეძლო შეეჩერებინა წინა რეგულაცია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ლატარიის მიერ ლიცენზირებულ ბეთინგის კომპანიებს უფლებას აძლევდა საქმიანობა ეწარმოებინათ ეროვნულ დონეზე. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, LOTERJ ლიცენზიის მქონე ონლაინ ტოტალიზატორებს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირების უფლება აღარ აქვთ.
ბეთინგ ლიცენზიების ამოქმედებამდე, SPA დაიწყებს აღსრულების პერიოდს, რათა შეაჩეროს ყველა არალიცენზირებული ონლაინ თამაშების ოპერატორი ახალი საზედამხედველო უფლებამოსილებით, რომლებიც მინიჭებულია SPA/MF No. 1.475/24 დადგენილებით.
ფინანსთა მინისტრმა ფერნანდო ჰადადმა დაამტკიცა, რომ SPA ჩაატაროს აუდიტი ყველა არალიცენზირებულ სათამაშო აქტივობაზე, მათ შორის მედიასა და სპონსორობაზე, ბეთინგ ბაზრის გაშვების უზრუნველსაყოფად.
ფინანსთა მინისტრი, ლიცენზირების ფანჯრის დახურვამდე, არაავტორიზებულ კომპანიებს ლიცენზიის მიღების საშუალებას მისცემს 150 დღიანი ლოდინის პერიოდის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ოპერატორებმა უნდა შეწყვიტონ ყველა სათამაშო საქმიანობა ბრაზიალიაში.