GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
რუმინეთი აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს: მუნიციპალიტეტებს „ტოქსიკური“ სათამაშო ობიექტების აკრძალვის უფლება მიეცათ

რუმინეთი აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს: მუნიციპალიტეტებს „ტოქსიკური“ სათამაშო ობიექტების აკრძალვის უფლება მიეცათ

13 მარ, 2026

რუმინეთის მთავრობამ, საგანგებო დადგენილების საფუძველზე, აზარტული თამაშების რეგულაციები გაამკაცრა, რაც მუნიციპალიტეტებს აძლევს უფლებას, შეზღუდონ ან სრულად აკრძალონ ფსონების მისაღები პუნქტები და სათამაშო აპარატების („სლოტების“) დარბაზები. ეს მიიჩნევა ინდუსტრიის ზედამხედველობის ყველაზე მნიშვნელოვან გამკაცრებად, რაც კი ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

ახალი წესების თანახმად, ლიცენზირებულმა ოპერატორებმა სათამაშო დაწესებულების გასახსნელად არა მხოლოდ ეროვნული ნებართვა, არამედ ადგილობრივი ავტორიზაციაც უნდა მოიპოვონ. ეს მერებსა და მუნიციპალურ საბჭოებს გადამწყვეტი ვეტოს უფლებას ანიჭებს. ოოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ სრული აკრძალვის დაწესების უფლების გამოყენება 200-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს შეუძლია.

ბოლო წლებში რუმინეთის აზარტული თამაშების ბაზარი სწრაფად გაფართოვდა: მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი დედაქალაქ ბუქარესტში, ათიათასობით ფსონების პუნქტი და სლოტ-კლუბი გაიხსნა.

წარსულში ამგვარი დაწესებულებების გახსნის ნებართვა გაიცემოდა ეროვნულ დონეზე, ქალაქის დასტურის გარეშე, რაც ადგილობრივ თემებს უუფლებოს ტოვებდა მაშინაც კი, როდესაც სათამაშო ობიექტები სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა სკოლებისა და საცხოვრებელი ზონების სიახლოვეს.

„ამიერიდან ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მკაფიოდ თქვას „დიახ“ ან „არა“,“ — განაცხადა დიანა სტოიკამ, პარტია „გადაარჩინე რუმინეთის კავშირის“ (Save Romania Union) დეპუტატმა, რომელიც ამ საკანონმდებლო ინიციატივის სათავეში იდგა. „თუ ისინი იტყვიან დიახ-ს, მათ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, სად და რა პირობებში იმუშავებს ეს დაწესებულებები“.

სულ მცირე ცხრა ქალაქმა უკვე გამოაცხადა სრული აკრძალვის განხორციელების გეგმები. მათ შორისაა სამხრეთ რუმინეთში მდებარე სლატინა, სადაც მერმა მარიო დე მეცომ პირობა დადო, რომ ყველა სათამაშო დარბაზს დახურავს არსებული ლიცენზიების ვადის ამოწურვისთანავე.

რუმინეთის სათამაშო სექტორი მრავალმილიარდიანი ბაზრის ოდენობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა აუდიტებმა რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის დაუგროვებელი შემოსავალი გამოავლინა, სექტორმა 2025 წელს სახელმწიფო გადასახადების სახით თითქმის 1 მილიარდი ევრო (1.1 მილიარდი აშშ დოლარი) გამოიმუშავა.

წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად, მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი საგადასახადო შემოსავლები იყო. თუმცა, რეფორმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ სარგებელს ძალიან მაღალი სოციალური ფასი აქვს.

მოსახლეობისა და აქტივისტების მრავალწლიანი საჩივრები რეფორმისთვის პოლიტიკური ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა. ბუქარესტში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე, პარლამენტის წევრმა მიუთითა მის ზურგს უკან მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის პირველ სართულზეც, რამდენიმე სკოლის სიახლოვეს, ექვსი ტოტალიზატორი იყო განთავსებული.

„ჩვენ ლას-ვეგასში არ ვართ,“ — განაცხადა სტოიკამ. „დესტრუქციული სათამაშო ობიექტების ასეთი მოზღვავება პირდაპირ საცხოვრებელ უბნებში ხდება“.

ბუქარესტის მერმა, ჩიპრიან ჩუკუმ, განაცხადა, რომ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მას ადგილობრივ საბჭოსთან კონსულტაცია სჭირდება. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სათამაშო ობიექტები შესაძლოა გარკვეულ რაიონებში, მაგალითად, „ძველ ქალაქში“ იყოს კონცენტრირებული, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო მიდგომაა.

ამავდროულად, რუმინეთის პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორისთვის დამატებით შეზღუდვებს განიხილავს. შემოთავაზებული ზომები მოიცავს:

  • 21 წლამდე ასაკის პირებისთვის სათამაშო დარბაზებში შესვლის აკრძალვას;
  • ონლაინ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვას დილის 6 საათიდან შუაღამემდე;
  • წაგების ზედა ზღვარის დაწესებას დეკლარირებული შემოსავლის 10%-მდე;
  • ბავშვებზე ორიენტირებული რეკლამების აკრძალვას.

გასულ წელს რუმინეთის მედია-რეგულატორმა ცნობილ სახეებსა და ინფლუენსერებს აზარტული თამაშების რეკლამებში მონაწილეობაც აუკრძალა.

 

 

წყარო 

 

 

#გემბლინგისრეგულაცია #ონლაინგემბლინგი #სათამაშოინდუსტრია #კაზინოინდუსტრია #ბეთინგისინდუსტრია #რეგულაცია#მოთამაშეთადაცვა #გემბლინგისბაზარი #ინდუსტრიისსიახლეები

სხვა სიახლეები

უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: ბრენდის გამოჩენა აზარტული თამაშების რეკლამად ითვლება

09 მარ, 2026

უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: ბრენდის გამოჩენა აზარტული თამაშების რეკლამად ითვლება

ბულგარეთის სათამაშო სექტორი ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდის კანონპროექტს აპროტესტებს

24 თებ, 2026

ბულგარეთის სათამაშო სექტორი ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდის კანონპროექტს აპროტესტებს

რუმინეთი ეროვნული თვითგამორიცხვის პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს

17 თებ, 2026

რუმინეთი ეროვნული თვითგამორიცხვის პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ